Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

“ზესტაფონის“ ბაზაზე “იუვენტუსის“ კემპი გაიმართება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11-16 სექტემბერს, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა იტალიური და ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდის, ტურინის "იუვენტუსის" საწვრთნელ ბანაკს უმასპინძლებს.

 

როგორც მოგეხსენებათ, სხვა წამყვანი ევროპული კლუბების მსგავსად, ტურინის „იუვენტუსიც“ დამწყები ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა...

 

ამ რამდენიმე კვირის წინ თბილისში "იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართა. 6-დან 16 წლამდე ასაკის ქართველ ბავშვებს 5-დღიანი მასტერკლასის გავლა შეეძლებათ. მასტერკლასს იტალიელი მწვრთნელები ჩაატარებენ. კონკრეტულად კი, ტურინიდან 3 მწვრთნელი ჩამოვა. ბანაკის მუშაობაში 100-მდე ბავშვის მონაწილეობა იგეგმება.

"იუვენტუსის" ქართული ფან-კლუბის პრეზიდენტის ლევან ბეგლარიშვილის თქმით, "ბანაკის შექმნის იდეა ორგანიზაცია "თავისუფალ ფეხბურთს" ეკუთვნის". ამ ორგანიზაციას მსგავსი ბანაკების ჩატარების (მილანის "ინტერის" ამასწინანდელი საზაფხულო კემპი) გამოცდილება აქვს. ამჯერადაც საორგანიზაციო საკითხებს "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე კურირებენ...

"იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკის გავლის შემდეგ ბავშვებს საგანგებო სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა ამისა, 12 სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლებსაც რეგიონალური ფედერაციები შეარჩევენ, მომზადებას უფასოდ გაივლიან...

სადღეისოდ გადაწყვეტილია, რომ ტურინელთა საწვრთნელი ბანაკი 11-16 სექტემბერს "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართება. კემპის მონაწილე 100-მდე ბავშვს, "იუვენტუსის" მწვრთნელების ხელმძღვანელობით, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერადი ვარჯიშები ჩაუტარდებათ. საუკეთესო მონაცემების მქონე რამდენიმე ბავშვი კი ტურინული გრანდის საწვრთნელ ბაზა "ვინოვოზე" ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018