Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა მეტოქის ვინაობა ცნობილია

 

 

 

 

 

გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა ის 7 გუნდი, რომელიც სეზონის მეორე ეტაპზე "ზესტაფონს" კონკურენციას გაუწევს - ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფში" "ა" და "ბ" ქვეჯგუფების 4-4 საუკეთესო კოლექტივი იასპარეზებს.

 

როგორც იცით, რეგიონალური ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს 8-გუნდიან "" ჯგუფში ასპარეზობა მოუწია, სადაც მას ქუთაისის "ტორპედო-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ბაღდათის "საირმე", მარტვილის "სალხინო" და ამბროლაურის "რაჭა" უწევდნენ მეტოქეობას.

 

ამათგან ოთხი საუკეთესო კოლექტივი (მარტვილის "სალხინო", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ქუთაისის "ტორპედო-2" და "ზესტაფონი"), დასავლეთის "" ჯგუფში პირველ ოთხ ადგილზე გასულ გუნდთან (ბათუმის "დინამო-2", სენაკის "ეგრისი", ბათუმის "მეტა" და ზუგდიდის "ოდიში-1919") ერთად, რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე შეადგენენ ახალ 8-გუნდიან ჯგუფს სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი". ამ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი გაისად ლიგა-4-ში იასპარეზებს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს დასაწინაურებლად პლეი-ოფის სტადიის გადალახვა მოუწევს...

 

აქვე გვინდა რეგიონალური ლიგის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "რეგიონული ლიგის გათამაშება ორ ეტაპად ჩატარდება...


რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "ა" და "ბ" ქვეჯგუფებში პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 8-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი", ხოლო მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ქვედა ჯგუფი".

 

ჩემპიონატის მეორე ეტაპი ზედა და ქვედა ჯგუფებში გაიმართება ორ წრედ, გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ, შინ და სტუმრად შეხვდებიან. ზედა და ქვედა ჯგუფებში გუნდებს პირველი ეტაპიდან არ გადაჰყვებათ არც ქულები და არც ცხრილის სხვა რომელიმე მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. დასავლეთის ზედა ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან 2019 წლის ლიგა 4-ში.

 

ზედა ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი 2018 წლის ლიგა 3-ის გათამაშების მეთექვსმეტე ან მეთხუთმეტე ადგილზე გასულ გუნდთან (მეტოქე და პირველი მატჩის მასპინძლის ვინაობა გამოვლინდება წილისყრით) ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს 2019 წლის ლიგა 4-ში მონაწილე გუნდის ვინაობას..."

 

რაც შეეხება პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას, ის შაბათს, 14 ივლისს გაიმართება - ამ დღეს "ზესტაფონი" ქუთაისის "ტორპედოს" ბაზას ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018