Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.02.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა სპარინგი ბაღდათელებთან

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 16 თებერვალს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ბაღდათის ”საირმეს” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ.

 

როგორც უკვე გაუწყეთ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ჩემპიონატის (წელს U17 ტურნირში 2001-2002 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ) პირველ ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალისა" და საჩხერის "ჩიხურას" გუნდებთან ერთად "ბ" ჯგუფში იასპარეზებენ.

 

რაც შეეხება ბაღდათელებთან დღეს გამართულ დაპირისპირებას, ის ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ნიკა ღვალაძემ (2) და ფრიდონ ჯანიაშვილმა გამოიჩინეს.

 

24 თებერვალს, ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებში მარგველ ჭაბუკთა ორივე გუნდი შინ მარტვილის "მერანს" წარმომადგენლებს დაუხვდება - თხუთმეტწლამდელთა მატჩი 13:00 საათზე, ხოლო ჩვიდწლამდელების დუელი 15:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018