Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

15.06.2022

"ზესტაფონი" ზღვის ბაზას სტუმრის რანგში ესტუმრა

 

მიმდინარე წლის 14 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის "დინამოს" მეორე გუნდს თბილისის ზღვის ბაზაზე ესტუმრნენ ...

06.06.2022

"ზესტაფონმა" "მერანს" სამი უპასუხო გაუტანა

 

მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, რიგით მეათე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა თბილისის "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

31.05.2022

მორიგი მძიმე მარცხი

 

2022 წლის 30 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრები - ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე ადგილობრივმა "გურიამ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

28.05.2022

ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება

 

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისათვის მზადება დაიწყო - ივნისის თვის პირველ რიცხვებში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ამ ძალიან საინტერესო ტურნირის ერთბაშად ოთხ შეხვედრას გამართავს. ამ მატჩებისათვის გუნდი თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება ...

26.05.2022

"ზესტაფონი" თასის გათამაშებაში წარმატებით ჩაება

 

2022 წლის 26 მაისს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთო - წყალტუბოში გამართულ მეორე ეტაპის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ადგილობრივი "სამგურალის" მეორე გუნდს ესტუმრა ...

23.05.2022

ზავი იმერულ დერბიში

 

2022 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მერვე ტურის შეხვედრაში " ზესტაფონმა" ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" უმასპინძლა ...

17.05.2022

დასანანი და დაუმსახურებელი მარცხი

 

2022 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, მეშვიდე ტურის შეხვედრები - პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის სტადიონზე ადგილობრივმა "კოლხეთმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

14.05.2022

დღე, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა!

 

დღეს ისტორიული დღეა - ზუსტად 11 წლის წინ, 2011 წლის 14 მაისს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა "სამტრედია” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ...

13.05.2022

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

 

ჩვენმა ერთგულმა გულშემატკივარმა უკვე იცის იმის შესახებ, რომ ჩოხატაურის "ბახმაროსთან" 9 მაისს გამართულ შეხვედრაში გუნდს კლუბის გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი და სამწვრთნელო შტაბის წევრები მალხაზ ღონღაძე და ალექსანდრე ფუტკარაძე უძღვებოდნენ ...

09.05.2022

"ზესტაფონის" პირველი საშინაო გამარჯვება

 

2022 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა ...

08.05.2022

ლევან ჯოხაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

 

2022 წლის 6 მაისს "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას მისდამი ლიგა 2-ში მოასპარეზე ერთ-ერთი კლუბის მხრიდან დაინტერესებისა და ამ კლუბში მუშაობის გაგრძელების სურვილის შესახებ ...

04.05.2022

უგოლო ფრე საბურთალოელებთან გასვლით მატჩში

 

2022 წლის 4 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქის საფეხბურთო კომპლექს "ბენდელაზე" გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "საბურთალოს" მეორე გუნდმა "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

30.04.2022

გაზეთი "ლელო": პირველად "ზესტაფონის" ისტორიაში...

 

სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის სპონსორობით მოიპოვა "ზესტაფონმა" არაერთი გამარჯვება საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. შემთხვევითი არ არის, რომ კლუბის ერთ-ერთი მეტსახელი სწორედ "ფეროელებია". სამწუხაროა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თანამშრომლობა შეჩერებულია ...

28.04.2022

წარუმატებელი სერია გრძელდება

 

2022 წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მეოთხე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლა ...

20.04.2022

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

18 აპრილს სფფ-ში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2022 წლის გათამაშების პირველი ორი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა - მეორე ეტაპის შეხვედრაში “ზესტაფონი“ რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდება ...

18.04.2022

მძიმე მარცხი მესამე ტურის გასვლით შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 18 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკაზე" გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში დუშეთის "არაგვმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა...

11.04.2022

დასანანი საშინაო მარცხი

 

მიმდინარე წლის 11 აპრილს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა...

04.04.2022

ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა

 

მიმდინარე წლის 4 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირმა. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქალაქ საჩხერის "ძველ სტადიონზე" გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ადგილობრივ "ჩიხურას" დაუპირისპირდა ...

03.04.2022

ლევან ჯოხაძე სტუმრად ალეკო კაკაურიძესთან

 

გთავაზობთ რეგიონალური სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” ეთერში მიმდინარე წლის 3 აპრილს გასულ სპორტულ საავტორო გადაცემას "45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად". გადაცემის სტუმარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ლევან ჯოხაძე გახლავთ ...

01.04.2022

დასკვნითი სპარინგი სეზონის დაწყების წინ

 

მიმდინარე წლის 1 აპრილს ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, სეზონის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა თბილისის "ვაზისუბანს" უმასპინძლეს ...

26.03.2022

საკონტროლო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"

 

მიმდინარე წლის 26 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველები ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" უმასპინძლეს ...

23.03.2022

"ლელო": ტრადიციების ჯახი ზესტაფონში...

 

უკვე დავწერეთ და ვივარაუდეთ, რომ კარსმომდგარი სეზონი ლიგა 3-ში ერთობ დაძაბული იქნება. ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, ორი ტრადიციული კლუბი, "ზესტაფონი" და გია გიგატაძის მიერ გაწვრთნილი ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ...

22.03.2022

ამხანაგური მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

მიმდინარე წლის 22 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლეს ...

20.03.2022

მორიგი ახალწვეული ზესტაფონელთა რიგებში

 

"ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა - ამიერიდან ზემოიმერელთა რიგებში 25 წლის მცველი გიორგი გოცაძე იასპარეზებს ...

17.03.2022

თოვლი და დარბაზში გადანაცვლებული ფეხბურთელები

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო ფეხბურთელებმა საფეხბურთო მოედნის მწვანე საფარიდან დარბაზში გადაინაცვლეს ...

11.03.2022

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის გათამაშების აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. ბოლო დღეებში გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდა ...

08.03.2022

დავით იონანიძე "ზესტაფონში" იასპარეზებს

 

"ზესტაფონი" საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. ამ რამდენიმე დღის წინ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - მარგველთა მორიგი ახალწვეული თავდამსხმელი დავით იონანიძე გახლავთ ...

07.03.2022

პირველი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის ტურნირის სტარტისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ გუნდს უკვე შეუერთდა პირველი ახალწვეული ...

04.03.2022

საკონტროლო მატჩი "ტორპედოს" მეორე გუნდთან

 

2022 წლის 4 მარტს ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, კიდევ ერთი, რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

26.02.2022

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 26 თებერვალს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ მარტვილის "მერანი"-2-ს უმასპინძლეს ...

23.02.2022

სფფ-ს აღმასკომმა ჩემპიონატის დებულება დაამტკიცა

 

მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა. სხდომაზე გამოტანილი ძირითადი საკითხი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის დებულების დამტკიცება გახლდათ ...

21.02.2022

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” მიერ მომზადებულ და ამ არხის საინფორმაციო გამოშვება "სპექტრში" მიმდინარე წლის 21 თებერვალს გასულ სიუჟეტს, რომელიც "ზესტაფონის" პირველი გუნდის 2022 წლის სეზონისათვის მზადების შესახებ მოგვითხრობსს ...

18.02.2022

"ლელო": დიდი დანაკლისით და ახალი იმედებით!

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი - "ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ყველას გვახსოვს ის დღე - ნოემბრის ბოლოს კლუბს დამაარსებელი, მფლობელი და მთავარი მეოხი ილია კოკაია მოუკვდა ...

16.02.2022

”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონი” საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი 15 თებერვალს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთ მინდორზე გაიმართა ...

17.01.2022

ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი

 

ამ რამდენიმე დღის წინ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული ...

14.01.2022

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” დაბადების დღეს ულოცავს ახლო წარსულში სფფ-ის პრეზიდენტს, დღესდღეობით კი ფიფაში საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც 14 იანვარს 46 წელი შეუსრულდა!

01.01.2022

გილოცავთ ახალ წელს!

 

ახალი, 2022 წლის შემობრძანება გვინდა მივულოცოთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია "ზესტაფონი" - კლუბის მეპატრონესა და მენეჯმენტს, თანამშრომლებს, რიგით ქომაგსა და "ზესტაფანებს"! ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენგანისათვის მომავალი წელი სიხარულის მომტანი იქნება ...

20.12.2021

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

დასრულდა მორიგი საფეხბურთო სეზონი... "ზესტაფონის" ვებგვერდმა ჩვენი გუნდის მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ჩატარებული მატჩების სტატისტიკა უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ ...

06.12.2021

"ზესტაფონმა"გურამ გაბისკირიას სახელობის თასი მოიპოვა

 

განვლილი ერთი კვირის განმავლობაში 35-ე სკოლამ გურამ გაბისკირიას თასის გათამაშებას უმასპინძლა. ეს ტრადიციული ტურნირი წელს 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში გამარჯვება "ზესტაფონის" წარმომადგენელ გუნდს დარჩა ...

02.12.2021

უეფას გენერალური მდივნის წერილი

 

2021 წლის 29 ნოემბერს უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა სფფ-ის გენერალურ მდივან დავით მუჯირს ...

28.11.2021

ფიფას პრეზიდენტის სამძიმრის წერილი

 

26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ "ზესტაფონის" მფლობელის ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. გთავაზობთ ამ წერილს, რომლის ასლიც ჩვენს კლუბს ფიფადან მიაწოდეს...

26.11.2021

”ლელო”: ილია კოკაია ყველას და ყველაფერს დააკლდა...

 

სპორტული გაზეთი "ლელო": "ქართულმა ფეხბურთმა ილია კოკაია დაკარგა - მისი ერთ-ერთი მოამაგეთაგანი. ის ტრაგიკულად დაიღუპა... ვინც მას იცნობდა, კარგად იცის - ბოლო წლებში ეს უზომოდ ენერგიული, დაუცხრომელი კაცი მთამსვლელობით გატაცებული გახლდათ ...

24.11.2021

”ზესტაფონმა” ილია კოკაია დაკარგა

 

2021 წლის 23 ნოემბერს სტეფანწმინდის მახლობლად მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას ტრაგიკულად დაიღუპა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ბატონი ილია კოკაია. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს!

23.11.2021

2021 წლის სეზონი ციფრებში

 

XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირი დასრულდა. სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

22.11.2021

"ზესტაფონმა" სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა

 

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ ბოლო, რიგით მეათე ტურის შეხვედრები. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სეზონის დასკვნით მატჩში "ბორჯომს" უმასპინძლა ...

21.11.2021

ტელეკომპანია "არგოს" სპორტული გადაცემა

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” ეთერში 2021 წლის 21 ნოემბერს გასულ სპორტულ საავტორო გადაცემას "45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად". გადაცემის სტუმრები "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ლევან ჯოხაძე და მენეჯერი სერგო ფუტკარაძე არიან ...

19.11.2021

Adjarasport: "ზესტაფონს" არცერთი წლის დაკარგვა აღარ უნდა!

 

ინტერნეტპორტალზე adjarasport.com გამოქვეყნდა მასალა, რომელიც "ზესტაფონის" ლიგა 3-ში დაწინაურებას მიეძღვნა. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი კლუბის გენერალური დირექტორის ჯაბა დვალისა და გუნდის დამრიგებლის ლევან ჯოხაძის პირველ კომენტარებს ...

17.11.2021

"ლელო": "ზესტაფონის აღზევება, ნაბიჯი პირველი"…

 

17 ნოემბერს სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ გია ტუხაშვილის პუბლიკაცია, რომელიც XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის დასასრულს მიახლოვებული გათამაშებისა და ამ ტურნირის ფარგლებში "ზესტაფონის" ასპარეზობის შესახებ მოგვითხრობს ...

16.11.2021

"ზესტაფონმა" ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა

 

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ ბოლოსწონა, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლა ...

11.11.2021

ზესტაფონური დერბი და სტუმარ-მასპინძლის ამბები

 

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მერვე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა ...

09.11.2021

ეროვნული ნაკრების სამზადისი თბილისის ზღვის ბაზაზე

 

ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2021 წლის 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ჩვენი უმთავრესი გუნდი ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს, 15 ნოემბერს კი გორში უზბეკეთის გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება ...

06.11.2021

"ზესტაფონი" ლიგა 3-ს მიუახლოვდა

 

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მეშვიდე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ვანის "სულორს" უმასპინძლა ...

01.11.2021

გასვლაზე მოპოვებული კიდევ ერთი ქულა

 

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ”ზესტაფონმა” მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა - თბილისში მდებარე "სპაერის" სტადიონზე გამართულ XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები "ირაოს" დაუპირისპირდნენ ...

29.10.2021

ინტერვიუ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან

 

29 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა "პოპსპორტმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტ სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან, რომელშიც საუბარი ქართული ფეხბურთისათვის ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხება. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ ...

27.10.2021

ფრე პრინციპულ შეხვედრაში

 

2021 წლის 27 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - "მცხეთა-პარკზე" გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში იმერლები "ბორჯომს" დაუპირისპირდნენ ...

25.10.2021

მეტოქე - ძველი ნაცნობი ბორჯომელები

 

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს „ზედა ჯგუფის“ ტურნირის მორიგ მატჩს გამართავს - ამ დღეს ჩვენი გუნდი მცხეთას ეწვევა და ადგილობრივ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს” დაუპირისპირდება ...

22.10.2021

წარმატებული ვიზიტი სამეგრელოში

 

2021 წლის 22 ოქტომბერს ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საშა კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის სტადიონზე გამართულ ეროვნული ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდნენ ...

17.10.2021

პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე

 

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მესამე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

12.10.2021

"ზესტაფონი" ქულებს ისევ კარგავს

 

12 ოქტომბერს ”ზესტაფონმა” მიმდინარე სეზონის მორიგი შეხვედრა გამართა - გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ვანის სტადიონზე გამართულ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეორე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ადგილობრივ "სულორს" ესტუმრნენ ...

09.10.2021

საქართველოს დროშა კილიმანჯაროზე

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ, ალპინიზმისა და მთის ტურიზმის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო დალაშქრა ...

07.10.2021

მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრა

 

2021 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მორიგი, „ზედა ჯგუფის“ პირველი ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში "ზესტაფონმა" თბილისის "ირაოს" უმასპინძლა ...

05.10.2021

ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2021 წლის 9 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი პრიშტინაში კოსოვოს გუნდს ესტუმრება ...

03.10.2021

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

ყველა თანამშრომლის სახელით, ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური დაბადების დღეს ულოცავს კლუბის მეპატრონეს ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც 3 ოქტომბერს 65 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ ბატონ ილიას ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

02.10.2021

ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტზე

 

ორიოდე დღის წინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის პირველი ეტაპი. "ზესტაფონმა", რომელიც ლიგა-4-ს „თეთრ ჯგუფში“ ასპარეზობდა, პირველი ეტაპი 18 შეხვედრაში მოპოვებული 41 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დაასრულა ...

30.09.2021

პირველი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა

 

2021 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" „თეთრი ჯგუფის“ დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლა ...

26.09.2021

ილია კოკაია სტუმრად "საფეხბურთო ტაიმაუტში"

 

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია ტელეკომპანია "პირველ არხს" ესტუმრა და მონაწილეობა სპორტულ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მიიღო. ჩვენ ამ საინტერესო გადაცემის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

25.09.2021

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება „მცხეთა-პარკზე“

 

25 სექტემბერს ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - "მცხეთა-პარკზე" გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

22.09.2021

მარგველებმა ვაქცინაციის პროცესი დაასრულეს

 

ჩემპიონატის დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სფფ-ის ეგიდით გასამართ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემთხვევაში ...

19.09.2021

საშინაო კედლებში მოპოვებული მორიგი 3 ქულა

 

2021 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" „თეთრი ჯგუფის“ ერთ-ერთ აუტსაიდერ ჩხოროწყუს "სამეგრელოს" უმასპინძლა ...

14.09.2021

"ზესტაფონმა" ზედა ათეულის საგზური გაინაღდა

 

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ”ზესტაფონმა” სეზონის მეორე ნაწილის სასტარტო მატჩი გამართა - დაბა განმუხურში გამართულ XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს ესტუმრნენ ...

12.09.2021

ლევან ჯოხაძე სტუმრად ალეკო კაკაურიძესთან

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” ეთერში მიმდინარე წლის 7 თებერვალს გასულ სპორტულ საავტორო გადაცემას "45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად". გადაცემის სტუმარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ლევან ჯოხაძე გახლდათ ...

10.09.2021

"ზესტაფონი" სეზონს განმუხურში სტუმრობით განაახლებს

 

"ზესტაფონის" პირველი გუნდი XXXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნაწილის კარსმომდგარი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს - უახლოეს შეხვედრას "ზესტაფონი" 14 სექტემბერს განმუხურში გამართავს ...

06.09.2021

ეროვნული ლიგა-4 14 სექტემბერს განახლდება

 

სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ შეიცვალა XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს მეორე ნაწილის სასტარტო შეხვედრების გამართვის თარიღი - სასტარტო შეხვედრას "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართავს ...

29.08.2021

"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნაწილის სტარტზე

 

საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გამართავს - დაბა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი გუნდი ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება ...

24.08.2021

დავით ასათიანი მარგველთა რიგებში იასპარეზებს

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქუთათურთა ახალგაზრდა გოლკიპერი დავით ასათიანი მიმდინარე ჩემპიონატის ბოლომდე ზემოიმერული კლუბის რიგებში იასპარეზებს ...

22.08.2021

"ზესტაფონი" ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა

 

ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბრიდან, ყველა ლიგაში ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ ანტიკოვიდური ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში ...

20.08.2021

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნაწილის მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს ...

14.08.2021

"ზესტაფონს" ლაშა კუკავა შეუერთდა

 

"ზესტაფონს", რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურტელი შეუერთდა. გუნდის მორიგი ახალწვეული 29 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ლაშა კუკავა გახლავთ ...

12.08.2021

კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ზემოიმერულ გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული, პაატა ჭანტურია შეუერთდა ...

08.08.2021

საკონტროლო მატჩი ტყიბულელებთან

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 8 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა რიგით მეოთხე საკონტროლო შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელს, ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლეს ...

05.08.2021

ამხანაგური მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 აგვისტოს გუნდმა კიდევ ერთი, რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ფოთის "ფაზისზე" გამართულ შეხვედრაში მარგველები ლიგა 3-ის წარმომადგენელს, ადგილობრივ "კოლხეთი-1913"-ს დაუპირისპირდნენ ...

02.08.2021

აღდგენის დღე და პროცედურები აუზში

 

2021 წლის 2 აგვიტოს, ქუთაისის "მართვესთან” გამართული მატჩის მეორე დღეს, ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. სარეაბილიტაციო პროცედურებს ჩვენს ქალაქში მოქმედი სასტუმრო "Black Sea"-ს ერთ-ერთმა აუზმა უმასპინძლა...

01.08.2021

სპარინგ-მატჩი ქუთაისის "მართვესთან"

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 1 აგვისტოს გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლეს ...

27.07.2021

საკონტროლო მატჩი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 27 ივლისს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზის შემდგომ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებმა რეგიონლიგის წარმომადგენელ წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

25.07.2021

ვანო წილოსანი "ზესტაფონში" იასპარეზებს

 

"ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის ტურნირის საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესის განახლებიდან ერთი კვირის თავზე მარგველთა გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა ...

20.07.2021

"ზესტაფონს" ზაურ გოგუაძე შეუერთდა

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, "ზესტაფონმა" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის ტურნირის მეორე ნაწილის სტარტისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ გუნდს უკვე შეუერთდა პირველი ახალწვეული ...

17.07.2021

"ზესტაფონმა" მზადება დაიწყო

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქრთველოს XXXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი ეროვნული ლიგა-4-ს "თეთრ ჯგუფში" ასპარეზობს ...

13.07.2021

"რეტროსპექტივა": ზუსტად 10 წლის წინ!

 

დღეს ჩვენი გვერდი მარგველთა მიერ უეფას უმთავრესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ სადებიუტო მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” მოლდოვურ "დაჩიას” უმასპინძლა ...

06.07.2021

ჯაბა დვალი სტუმრად "პოსტივიზე"

 

2021 წლის 6 ივნისს "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი სამაუწყებლო ტელეკომპანია ”პოსTV”-ს საფეხბურთო გადაცემას ესტუმრა. გთავაზობთ ამ გადაცემის იმ ნაწილს, რომელიც ჩვენი კლუბის დღევანდელობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბარს დაეთმო ...

29.06.2021

ლიდერთა ჯახი "დავით აბაშიძეზე"

 

მიმდინარე წლის 29 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "დინამოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

28.06.2021

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი და გუნდური ფოტო

 

გთავაზობთ სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” მიერ მომზადებულ და ამ არხის საინფორმაციო გამოშვება "სპექტრში" გასულ სიუჟეტს, რომელიც 29 ივნისს თბილისის "დინამო-2"-თან გასამართი მატჩისთვის "ზესტაფონის" მზადების შესახებ მოგვითხრობს ...

22.06.2021

დაძაბული შეხვედრა და ფრე ქედაში

 

მიმდინარე წლის 22 ივნისს "ზესტაფონმა" XXXIII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა - არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის სტადიონზე გამართულ ლიგა-4-ის "თეთრი ჯგუფის" მეცამეტე ტურის შეხვედრაში იმერული გუნდი ადგილობრივ "ბეთლემს" დაუპირისპირდა ...

18.06.2021

"ზესტაფონს" 17 წელი შეუსრულდა

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

15.06.2021

ზღვის ბაზაზე მოპოვებული გამარჯვება

 

მიმდინარე წლის 15 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის "იბერიას" დედაქალაქში ესტუმრნენ ...

13.06.2021

"ვერცხლის ლიგაში" მესამე ტურის მატჩები გაიმართა

 

მიმდინარე წლის 12 და 13 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა შესაბამისად გორსა და თბილისში იასპარეზეს ...

08.06.2021

"ზესტაფონმა" მოგების გემო გაიხსენა

 

მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" სართიჭალის "შტურმს" უმასპინძლა ...

07.06.2021

ჭაბუკებმა მეორე ტურის მატჩები გამართეს

 

მიმდინარე წლის 5 და 6 ივნისს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებმა თბილისის "გლდანის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს ...

06.06.2021

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა...

 

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა - მრავალი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალურ დირექტორ ბატონ კორნელი კოკაიას 6 ივნისს 62 წელი შეუსრულდებოდა... ღმერთს ვევედრებით, ნათელში ამყოფოს ბატონი კორნელის სული!

02.06.2021

უგოლო ფრე ქუთაისში

 

მიმდინარე წლის 2 ივნისს ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეორე წრის სასტარტო, რიგით მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის "ტორპედოს" მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

31.05.2021

ჭაბუკებმა მეორე ეტაპი გამარჯვებებით დაიწყეს

 

30 მაისს გაიმართა ჭაბუკთა შორის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩები - "ვერცხლის ლიგის" პირველი ტურის რუსთავში გამართულ შეხვედრებში ჩვენი კლუბის 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა გუნდები ადგილობრივი კლუბის გუნდებს დაუპირისპირდნენ ...

29.05.2021

დრონის მიერ დანახული თბილისის ზღვის ბაზა

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ეროვნული ნაკრები ივნისში გასამართი მატჩებისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზაზე ემზადება. წარმოგიდგენთ სფფ-ს გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელზეც ჩვენი ბაზა ლამაზ რაკურსში გახლავთ წარმოდგენილი ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2022