Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.07.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ვანო წილოსანი "ზესტაფონში" იასპარეზებს

 

 

 

 

 

ვანო წილოსანი
 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის ტურნირის საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესის განახლებიდან ერთი კვირის თავზე მარგველთა გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა...

 

ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეული ვანო წილოსანი გახლავთ. მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე 25 წლის თავდამსხმელი ეროვნული ლიგა-3-ის ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში ასპარეზობდა...

 

თავის დროზე ვასილ მაისურაძის დამმოძღვრილი, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ჯერ თბილისის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა, შემდეგ კი - ლანჩხუთის "გურიაში", ჩოხატაურის "ბახმაროში", ქუთაისის "ტორპედოში", მარტვილის "მერანსა" და ფოთის "კოლხეთში".

 

ვანო წილოსანი ზესტაფონელთა შემადგენლობაში, სულ მცირე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის განახლებისთვის მზადების პროცესს ...

 

* * *


27 ივლისს მარგველები საზაფხულო პაუზის შემდგომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ - "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "ბ" ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერს, წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა იმერეთში მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021