საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის თვეში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 2021 წლის 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 15 ნოემბერს კი გორში უზბეკეთის გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება.
ვილი სანიოლის გუნდიშვედეთთან და უზბეკეთთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ატარებს. უახლოესი ორი თამაშისთვის ფრანგმა სპეციალისტმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა...
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა