Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.04.2022

 

 

 

 

 

 

 

 

წარუმატებელი სერია გრძელდება

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მეოთხე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლა.

 

დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელთათვის წაგებათა უსიამოვნო სერიის გაგრძელება გამოდგა - იმერულმა გუნდმა ზედიზედ მესამედ, ამჯერად ანგარიშით 0-3 წააგო. გამარჯვებულ გორელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გიორგი ცეცხლაძემ (მე-10 წთ.), არჩილ გიგაურმა (52-ე წთ.) და ნიკა ოქროპირიძემ (58-ე წთ.) გამოიჩინეს...

 

აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ პირველად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თითქმის 18-წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენი გუნდის სათამაშო მაისურებზე არ იყო დატანილი გენერალური სპონსორის ლოგოტიპი. როგორც მოგეხსენებათ, ზემოიმერული კლუბის დაარსების დღიდან ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ("ფერო") ლოგოს მქონე ფორმებით ასპარეზობდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კლუბი გენერალური სპონსორის გარეშეა დარჩენილი და მაისურების დიზაინის ცვლილებაც სწორედ ამითაა განპირობებული...

 

* * *

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 4 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს ესტუმრება. ეს მატჩი თბილისში, "ბენდელას" სახელწოდებით ცნობილი სპორტულ კომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

 

28.04.2022. ”ზესტაფონი” - ”გორი” 0-3

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, კაკუშაძე, გოცაძე, პირველი (ჭანტურია, 26), ნიკოლაძე, მოსიძე (მაცაბერიძე, 54), საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი, გაჩეჩილაძე, ამბროლაძე, იონანიძე (გოგობერიშვილი, 54).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022