Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.12.2021

 

 

 

 

 

 

 

 

უეფას გენერალური მდივნის წერილი

 

 

 

 

 

2021 წლის 29 ნოემბერს უეფას გენერალურმა მდივანმა თეოდორ თეოდორიდისმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს...

ჩვენ კი ამ წერილსა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

 

"სამძიმარი - ილია კოკაია...

 

ძვირფასო ბატონო დავით!

 

ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ბატონი ილია კოკაიას მთაში ასვლისას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ცნობამ.

 

მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა სიმძიმეს განიცდის ახლა მისი ოჯახი. რა თქმა უნდა, სიტყვები არაა საკმარისი ასეთ მომენტებში, თუმცა ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ დავიმახსოვრებთ ბატონ ილიას როგორც დიდ პიროვნებასა და ძალიან ერთგულ ადამიანს, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომავალ თაობებს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა...

 

მთელი უეფას დავალებითა და სახელით, გვინდა მოგისამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და გარდაცვლილის ოჯახს და გისურვოთ გაძლიერება ამ მძიმე დროს,

 

პატივისცემით,
თეოდორ თეოდორიდისი
უეფას გენერალური მდივანი"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021