Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.03.2022

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის გათამაშების აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. ბოლო დღეებში გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდა...

 

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის საფეხბურთო სეზონი ზესტაფონელთათვის 4 აპრილს საჩხერის "ჩიხურასთან" გასვლითი მატჩით დაიწყება. პირველ საშინაო შეხვედრას კი "ზესტაფონი" 11 აპრილს გამართვას - მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ...

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ზესტაფონელთა რიგებს 23 წლის თავდამსხმელი დავით იონანიძე და 25 წლის გოლკიპერი ალექსანდრე ნუცუბიძე შეუერთდნენ. სასიხარულოა, რომ რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ტრავმა მოიშუშა და მწვანე მინდორს დაუბრუნდა ნახევარმცველი ირაკლი საღარეიშვილი, რომელმაც ჩვენი გუნდის შარშანდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

ამასთან, გუნდთან ერთად 21 წლის ნახევარმცველი მახარე მაცაბერიძე (ეს ფეხბურთელი "ზესტაფონის" ღირსებას ჭაბუკთა ტურნირებსა და რეგიონლიგის გათამაშებაში მრავალი წლის მანძილზე იცავდა, წინა ორი სეზონი კი "გაგრასა" და მარნეულის "ალგეთში" გაატარა) და ჩვენი კლუბის თბილისის ზღვის აკადემიის წარმომადგენელი 3 ახალგაზრდა ფეხბურთელი (ზაზა წამალაშვილი, ბექა პირველი და გიორგი წიქარიშვილი) ემზადებიან...

 

მარგველთა ბოლო ვარჯიში უჩვეულო ვითარებაში, დათოვლილ მინდორზე გაიმართა. სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში ჩვენი გუნდი რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022