Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

გასვლაზე მოპოვებული კიდევ ერთი ქულა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა - თბილისში მდებარე "სპაერის" სტადიონზე გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ირაოს" დაუპირისპირდნენ...

 

ეროვნულ ლიგა-3-ში დასაწინაურებლად მებრძოლ თბილისის "ირაოსა" და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დღევანდელი დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, საკმაოდ მძიმე, ტაქტიკური ხასიათის ბრძოლაში გაილია. ორივე მხარე შეცდომის დაშვებას ერიდებოდა, რამაც შეხვედრის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა...

 

შედეგზე ორიენტაციით გამოწვეული პასუხისმგებლობის გარდა, დღევანდელი დაპირისპირების მიმდინარეობაზე უშუალო ზეგავლენა მოახდინა სტადიონ "სპაერის" ხელოვნური საფარის მდგომარეობამაც, რომელმაც სტუმართა სამწვრთნელო შტაბი ორჯერ გაუთვალისწინებელი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

 

შედეგად, დღევანდელი თბილისურ-იმერული დაპირისპირება სახიფათო მომენტების სიმრავლით გამორჩეული ვერ გამოდგა. მართალია, შეხვედრის ბედის სათავისოდ შემოტრიალების შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა, საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.

 

ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" შემდეგი, რიგით მეშვიდე ტურის მატჩს "ზესტაფონი" 6 ნოემბერს გამართავს. ამ დღეს ჩვენი გუნდი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ვანის საფეხბურთო კლუბ ”სულორს” უმასპინძლებს. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება...

 

01.11.2021. ”ირაო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი":  ასათიანი, გრიგალაშვილი, გელაშვილი, ნიკოლაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი (სამხარაძე, 80), გოგობერიშვილი (წამალაშვილი, 33), ჭანტურია, ამბროლაძე, წილოსანი (კუკავა, 82).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021