როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვაქცინის გარეშე ფეხბურთელთა და ოფიციალურ პირთა ოფიციალურ შეჯიბრებებზე დაშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე ისინი წარუდგენენ სფფ-ის შესაბამის განყოფილებას შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფით პასუხს.
მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან კი, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ზემოთაღნიშნული წესების დაცვით...
საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის" ფეხბურთელთა და სტაფის წევრთა პირველმა ჯგუფმა ანტიკოვიდური ვაქცინის პირველი დოზა 2021 წლის 21 აგვისტოს გაიკეთა...