Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.01.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი

 

 

 

 

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული.

 

ტურნირის ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "თბილისი-სითი", "ვარკეთილი", "მერანი-2", "საბურთალო-2", "დინამო-2" და "ირაო", დუშეთის "არაგვი", "გორი", "ბორჯომი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ფოთის "კოლხეთი", საჩხერის "ჩიხურა" და ხობის "კოლხეთი" გაუწევენ...

 

2022 წლის ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონელთათვის 4 აპრილს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი საჩხერეს ეწვევა და "ზემოიმერულ დერბიში" ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

 

პირველ საშინაო მატჩს კი "ზესტაფონი" 11 აპრილს გამართვას - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლებენ...

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის 2022 წლის გათამაშების კალენდრის სრული ვერსია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ (დაწვრილებით:).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022