Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ზავი იმერულ დერბიში

 

 

 

 

2022 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მერვე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" უმასპინძლა.

 

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა მეტოქის კარს გასაღები უკეთ მარგველებმა მოარგეს. 43-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოს მიმართულებით თორნიკე კაკუშაძის მიერ გაკეთებული გამოზომილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე პაატა ჭანტურია გავიდა და წინ თავის გუნდი გაიყვანა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ოდნავ უკან დაიხიეს და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყეს ზრუნვა. ტერიტორიულ უპირატესობას ძირითადად ტყიბულის "მეშახტე" ფლობდა, მაგრამ ფონს გასვლას სტუმრები ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ.

 

საბოლოოდ, ანგარიშში თანაფარდობა კურიოზულ ვითარებაში 79-ე წუთზე აღდგა - საჯარიმოს მისადგომებიდან ლევან კოშაძის დარტყმის შემდეგ საბა ბაღდავაძემ ბურთს მიმართულება მოულოდნელად შეუცვალა და ის დეზორიენტირებული ალექსანდრე ნუცუბიძის კარის ბადეში აღმოჩნდა - ფრე 1-1.

 

* * *

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 26 მაისს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეორე, 1/64-ფინალური ეტაპის მატჩში ზემოიმერლები ლიგა-4-ს წარმომადგენელ წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

23.05.2022. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) 1-1

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, კაკუშაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, საღარეიშვილი, გაჩეჩილაძე (წამალაშვილი, 80), ამბროლაძე, გოცაძე (მაცაბერიძე, 21), ჭანტურია (წიქარიშვილი, 80), იონანიძე (სამხარაძე, 65).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022