Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

უგოლო ფრე საბურთალოელებთან გასვლით მატჩში

 

 

 

 

 

2022 წლის 4 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქის საფეხბურთო კომპლექს "ბენდელაზე" გამართულ მეხუთე ტურის შეხვედრაში ადგილობრივი "საბურთალოს" მეორე გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

საბურთალოელებთან დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული ქულით ზემოიმერლებმა სამმატჩიანი წარუმატებელი სერიის დასრულება და ხასიათის ოდნავ გამოკეთება შეძლეს. მარტივი არც თბილისური კლუბის მეორე გუნდთან გამართული მატჩი გამოდგა, თუმცა "ზესტაფონმა" ამჯერად ყურადღებით ითამაშა და მისაღები შედეგის მიღწევაც მოახერხა - 0-0.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 9 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

04.05.2022. ”საბურთალო-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი (სამხარაძე, 84), ჭანტურია (მაცაბერიძე, 81), ამბროლაძე, იონანიძე (წამალაშვილი, 59).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022