Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.04.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

 

 

 

 

18 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2022 წლის გათამაშების პირველი ორი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა - მეორე ეტაპის შეხვედრაში “ზესტაფონი“ რეგიონული ლიგის წარმომადგენელს, წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს დაუპირისპირდება.

 

ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ "ბასიანი", რომელიც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს.  საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 9 და 10 მაისს გაიმართება...

 

პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში ლიგა 3-ის (რომელთა შორის, თავისთავად, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიცაა") და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება. 

 

მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენები 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ "ეგრისი" - "ცხუმის" პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება. 

 

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების მეორე ეტაპზე (1/64-ფინალური სტადია) საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" მეორე გუნდს წყალტუბოში ესტუმრება. ეს მატჩი 26 მაისს გაიმართება...


კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდი კი საქართველოს თასის გათამაშებას მეოთხე ეტაპზე შეუერთდება და ამ სტადიიდან 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას 32 გუნდი განაგრძობს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022