Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.08.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ლაშა კუკავა შეუერთდა

 

 

 

 

 

ლაშა კუკავა
 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", რომელიც საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა...

 

ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეული 29 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ლაშა კუკავა გახლავთ. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ის ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიში-1919"-ის შემადგენლობაში ასპარეზობდა...

 

უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ამ გამოცდილ ფეხბურთელს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიაში", ფოთის "კოლხეთი-1913"-ში, ოზურგეთის "მერცხალში", საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში", ჩხოროწყუს "სამეგრელოში", წალენჯიხის "სქურსა" და "ოდიში-1919"-ში უასპარეზია...

 

ლაშა კუკავა საქართველოს ორგზის ჩემპიონთა საკლუბო ფერებს, სულ მცირე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. გუნდს ფეხბურთელი უახლოეს დღეებში შეუერთდება და მასთან ერთად სეზონის მეორე ნაწილის კარსმომდგარი სტარტისთვის მზადების პროცესს შეუდგება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021