Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებისათვის მზადება დაიწყო. მიმდინარე წლის ივნისის თვის პირველ რიცხვებში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ამ ძალიან საინტერესო ტურნირის ერთბაშად ოთხ შეხვედრას გამართავს...

 

ვილი სანიოლის  გუნდი გიბრალტართან, მაკედონიასთან და ბულგარეთთან (ორჯერ) შეხვედრებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას, ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიციის მიხედვით, ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ატარებს. უახლოესი ოთხი თამაშისთვის ფრანგმა სპეციალისტმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა...

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელიც ჩვენი კლუბის ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტო- და ვიდეომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022