საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ შეიცვალა XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს საშემოდგომო ნაწილის სასტარტო შეხვედრების გამართვის თარიღი. ჩემპიონატის მეორე ნაწილის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართავს - დაბა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი გუნდი ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება.