Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.05.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა მეორე ეტაპი რუსთავში გამარჯვებებით დაიწყეს

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 30 მაისს გაიმართა ჭაბუკთა შორის საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩები - "ვერცხლის ლიგის" პირველი ტურის რუსთავში გამართულ შეხვედრებში ჩვენი კლუბის თხუთმეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

თავიდან სტადიონ "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე "რუსთავისა" და "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბის 15-წლამდელთა გუნდის ძირითად ბირთვს 2006 წელს დაბადებული ზესტაფონელი ჭაბუკები (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) წარმოადგენენ, თუმცა ჭაბუკთა ლიგაში მათთან ერთად ჩვენს საკლუბო ფერებს თბილისის ზღვის აკადემიის U15 გუნდის (მწვრთნელი - გურამ დოლიძე) რამდენიმე აღსაზრდელიც იცავს...

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელი 15-წლამდელთა ორი კოლექტივის გაერთიანებულმა კრებულმა რუსთავში გამართულ შეხვედრაში თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა და ქვემოქართლელთა კარში მე-14 წუთზე ნიკოლოზ ჯამასპიშვილის მიერ გატანილი გოლით პირველი ტაიმი 1-0 მოიგეს.

 

სურათი არც შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვლილა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 65-ე წუთზე იმერული კლუბის წარმომადგენელთა უპირატესობა ორამდე გაგა ფუტკარაძემ გაზარდა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება, ანგარიშით 2-0 გაიფორმა.

 

30.05.2021. U-15. ”რუსთავი” - ”ზესტაფონი” 0-2

"ზესტაფონი" (U-15): სარალიძე, ქურცაძე (სამადაშვილი, 70), სუხაშვილი, ფუტკარაძე, ტ. ცხადაძე, ბერუაშვილი (ვარდოსანიძე, 75), კვანტიძე, მღარიშვილი (გრიშიკიანი, 70), ბაბაიანი (ნ. ცხადაძე, 70), ლაბაძე (ჭულუხაძე, 66), ჯამასპიშვილი (კვეტენაძე, 75).

 

* * *

თხუთმეტწლამდელთა მატჩის დასრულების შემდეგ რუსთავის სტადიონ "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძელი კლუბისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები გავიდნენ. განსაკუთრებით საინტერესო, ამასთან ერთად უხვგოლიანიც, ამ შეხვედრის პირველი ნახევარი გამოდგა...

 

მატჩის დებიუტშივე გუნდებმა გოლები გაცვალეს, მე-2 წუთზე გატანილი სტუმართა გოლი გიორგი ონიანის ანგარიშზეა. მე-18 წუთზე ბაჩო ხვისტანმა სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 24-ეზე კი მანვე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტიც გოლად აქცია და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა...

 

შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და გიორგი მელიქიშვილის გუნდმა, თანაკლუბელი თხუთმეტწლამდელთა კოლექტივის მსგავსად, სეზონის გადამწყვეტ მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა - 3-1.

 

30.05.2021. U-17. ”რუსთავი” - ”ზესტაფონი” 1-3

"ზესტაფონი" (U-17): იმერლიშვილი, ხვისტანი, პირველი, სეხნიაშვილი, მამაცაშვილი, ღუღუნიშვილი (ჯაბანაშვილი, 84), დადუნაშვილი (გუგეშაშვილი, 87), წამალაშვილი, წიქარაშვილი, ონიანი (ბუზალაძე, 84), შუკაკიძე (ვაჩეიშვილი, 71).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021