Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.03.2022

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტროლო მატჩი "ტორპედოს" მეორე გუნდთან

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 4 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, კიდევ ერთი, რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ნუცუბიძე, პირველი, კანე, ნიკოლაძე, მაცაბერიძე, სამხარაძე, გოგიჩაიშვილი, გოგობერიშვილი, წამალაშვილი, ამბროლაძე, კუკავა. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, ჭანტურია, გურული, წიქარიშვილი და სათირიშვილი გამოჩნდნენ.

 

მატჩი ძალიან მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში კი წარიმართა, თუმცა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხეს ქუთაისელი სტუმრები. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გუნდში სინჯებზე მყოფმა ჰასან კანემ და კობა გოგობერიშვილმა გამოიჩინეს. სტუმართა "პრესტიჟის გოლი" კი გიგი ტალახაძის ანგარიშზეა...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022