Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

2021 წლის სეზონი ციფრებში

 

 

 

 

 

საქართველოს XXXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირი დასრულდა. ტრადიციისამებრ, სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება...

 

სულ, ახლახან დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” 31 მატჩი ჩაატარა - 18 ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ("თეთრი ჯგუფი"), 10 "ზედა ჯგუფად" წოდებულ ფინალურ ტურნირში და 3-ც თასის გათამაშებაში...

 

თასის გათამაშებასა და ჩემპიონატში ჩატარებული 31 შეხვედრიდან 20 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 7 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 4-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე არაა გასაკვირი გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი - 71-25.

 

რაც შეეხება 2021 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგს, ის გუნდის კაპიტან ნოდარ გაჩეჩილაძეს და ახალგაზრდა გიორგი ხუჯაძეს საზიაროდ ეკუთვნით - ორივე მათგანმა მონაწილეობა 30-30 მატჩში მიიღო. 29-29-ჯერ მოირგეს "ზესტაფონის" მაისური გოგი გოგიჩაიშვილმა, გიგა ამბროლაძემ და თორნიკე გრიგალაშვილმა...

 

უდავოდ საინტერესო ამბავთა რიცხვს განეკუთვნება ის, რომ ჩემპიონატში ჩატარებული 28-დან 27 შეხვედრაში გუნდის შემადგენლობაში იასპარეზეს ნოდარ გაჩეჩილაძემ და გიორგი ხუჯაძე. მათ თითო ჩატარებული მატჩით გოგი გოგიჩაიშვილი, გიგა ამბროლაძე და თორნიკე გრიგალაშვილი (26-26) ჩამორჩნენ, ზურაბ გელაშვილისა და ბაკურ ნიკოლაძის ანგარიშზე კი 24-24 მატჩია.

ჩემპიონატში ჩატარებული 28 შეხვედრიდან 18 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 7 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 3-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი - 66-21. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ლიგა-4-ის გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები მარცხი (3) სწორედ "ზესტაფონმა" განიცადა.

 

სულ, განვლილი სეზონის 31 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 32 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 71 გოლი ზემოიმერული გუნდის 15 ფეხბურთელის ანგარიშზეა. აქვე უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ჩემპიონატის 28 შეხვედრაში მარგველებმა 66 გოლის გატანა მოახერხეს...

 

ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 35 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 18 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 13 გოლი გაიტანეს...

 

ზემოიმერული გუნდისა და მთლიანად ეროვნული ლიგა-4-ის საუკეთესო ბომბარდირი 22 გატანილი გოლით გიგა ამბროლაძე გახდა, 10-ჯერ დაამწუხრა იმერელთა მეტოქეები ჯუმბერ ხმელიძემ, 9 გოლი კი პაატა ჭანტურიას ანგარიშზეა...

 

 

 
2021 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

ნოდარ გაჩეჩილაძე
27
2
-
-
გიორგი ხუჯაძე
27
1
6
-
თორნიკე გრიგალაშვილი
26
4
1
-
გოგი გოგიჩაიშვილი
26
1
2
-

გიგა ამბროლაძე

26
22
6
-

ზურაბ გელაშვილი

24
-
4
-

ბაკურ ნიკოლაძე

24
2
2
-

თორნიკე კაკუშაძე

21
-
1
-

დავით მოსიძე

20
4
4
-

ავთანდილ სირაძე

16
2
3
1
კობა გოგობერიშვილი
15
1
-
-
პაატა ჭანტურია
14
9
-
-
გიორგი სამხარაძე
14
-
2
-

ირაკლი საღარეიშვილი

14
1
1
-

ლაშა ნანობაშვილი

14
4
1
-

ბაჩო მიქავა

14
- 11
1
-
 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

ჯუმბერ ხმელიძე
13
10
5
-
ვანო წილოსანი
10
2
-
-
დავით ასათიანი
8
- 6
2
-
ზაზა წამალაშვილი
8
-
2
-

დავით ჩხიკვაძე

7
-
-
-

ზაურ გოგუაძე

7
-
-
-

გიორგი აბრამიშვილი

7
- 4
2
-

ივანე ჭაბუკიანი

5
-
1
-

გიორგი მამაცაშვილი

2
-
1
-

დადუ დადუნაშვილი

2
-
-
-

გიორგი სეხნიაშვილი

2
-
-
-

ჯაბა დვალი

1
1
-
-

ბექა პირველი

1
-
1
-

ლაშა კუკავა

1
-
-
-
ვახტანგ აბაკელია
1
-
-
-
საბა დავითულიანი
1
-
-
-
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021