როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის ტურნირის სტარტისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ გუნდს უკვე შეუერთდა პირველი ახალწვეული...
ზემოიმერულ გუნდში ამიერიდან გოლკიპერი ალექსანდრე ნუცუბიძე იასპარეზებს. გასულ სეზონში მარგველთა 25 წლის ახალწვეული ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" პირველი გუნდის ღირსებას იცავდა...
უნდა ითქვას, რომ ტყიბულის "მეშახტეს" შემადგენლობაში ასპარეზობის გარდა, ალექსანდრე ნუცუბიძეს ზურგს ქუთაისის "ტორპედოში", ლანჩხუთის "გურიასა" და წყალტუბოს "სამგურალში" თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს.
ალექსანდრე ნუცუბიძე მარგველთა საკლუბო ფერებს, მინიმუმ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის მოახლოვებული სტარტისთვის მზადების პროცესს ...