ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის თვის დასაწყისში გასამართი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩებისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდებზე ყოველდღიურად ქვეყნდება ოპერატიული და ყოვლისმომცველი ფოტორეპორტაჟები ქვეყნის მთავარი გუნდის მიერ "ზღვის ბაზაზე" მიმდინარე მზადების პროცესის შესახებ...
ჩვენ კი ვსარგებლობთ შემთხვევით და წარმოგიდგენთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და ინსტაგრამ-გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელზეც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა ძალიან ლამაზ რაკურსში, დრონის მიერ "ფრინველის ფრენის სიმაღლიდან" გადაღებული გახლავთ წარმოდგენილი.
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ფოტომასალა