26.03.2022
საკონტროლო მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან"
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ლიგა 3-ის ტურნირის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მიმდინარე წლის 26 მარტს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდნენ.
ქუთათურებთან შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ნუცუბიძე, გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, გოგობერიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, იონანიძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში სამხარაძე, კაკუშაძე, საღარეიშვილი, წამალაშვილი, პირველი და გუნდში გასინჯვაზე მყოფი ნიგერიელი ფეხბურთელი ოკპახე გამოჩნდნენ...
"ტორპედოს" შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ჰამზიჩი, მირცხულავა, ბოჭორიშვილი, ტაბატაძე, ქიმაძე, ძარია, ცინცაძე, თევზაძე, არაბიძე, ბუღრიძე, ჩარგეიშვილი. თამაშის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ლაბაძე, ახვლედიანი, კარაგუნისი, კუხიანიძე, მანჯგალაძე, ნადარაია, პაპუნაშვილი, შულაია, ვაჩიბერაძე.
მატჩი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ქუთაისელთა უპირატესობითა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა. გატანილი გოლებით თავი ანზორ თევზაძემ, ვანო ჩარგეიშვილმა (2), გიორგი კუხიანიძემ და გიორგი პაპუნაშვილმა გამოიჩინეს...
|
|
|
გამოყენებულია ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ოფიციალური facebook-გვერდის ფოტომასალა |
|