Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" სეზონი მაჟორულ ნოტაზე და მეორე ადგილზე დაასრულა

 

 

 

 

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ ბოლო, რიგით მეათე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სეზონის დასკვნით მატჩში საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე წარმდგარ ორივე კრებულს დასასრულს მიუახლოვებულ საფეხბურთო სეზონში მათ წინაშე დასახული სატურნირო ამოცანები უკვე მიღწეული ჰქონდა. ერთადერთი, რაც მატჩამდე არსებული სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით სასწორზე იდო, ეს ეროვნული ლიგა-4-ს ცხრილში გუნდების საბოლოო განლაგების საკითხი გახლდათ...

 

რა გასაკვირია, რომ საშინაო კედლებში მოასპარეზე ზემოიმერლები (გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი საპატიო მეორე ადგილს ინაღდებდა) უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე მინდორზე მატჩის მოსაგებად დაგეშილები გავიდნენ და საბოლოოდ, კიდეც მიაღწიეს საწადელს ...

 

ერთადერთი და ზესტაფონელთათვის გამარჯვებისა და სატურნირო ცხრილში საბოლოო მეორე ადგილის მომტანი გოლი 61-ე წუთზე გავიდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული მარგველთა იერიში თორნიკე გრიგალაშვილის მიერ სტუმართა საჯარიმოში ეულად მყოფი პაატა ჭანტურიას მისამართით გაკეთებული გადაცემითა და ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.

 

22.11.2021. ”ზესტაფონი” - ”ბორჯომი” 1-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, გრიგალაშვილი, გელაშვილი, ხუჯაძე (სამხარაძე, 82), ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, წამალაშვილი (გოგობერიშვილი, 65), ამბროლაძე, წილოსანი (ჭანტურია, 53.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021