26.02.2022
ზესტაფონელთა პირველი სპარინგი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 26 თებერვალს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის წარმომადგენელ მარტვილის "მერანი"-2-ს უმასპინძლეს.
განახლებულმა "ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ნუცუბიძე, პირველი, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, გურული. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, სამხარაძე, მაცაბერიძე, წამალაშვილი, წიქარიშვილი, კუკავა და სათირიშვილი გამოჩნდნენ.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გიგა ამბროლაძემ დააწინაურა, მეორეში კი გატანილი გოლებით თავი გიორგი სამხარაძემ და ლაშა კუკავამ გამოიჩინეს. რაც შეეხება სტუმრებს, მეორე ტაიმში მასპინძელთა მიერ გატანილ გოლებს შორის მარტვილელმა ლუკა არჩაიამ ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა...
|