Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.06.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" "მერანს" სამი უპასუხო გაუტანა

 

 

 

 

მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, რიგით მეათე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

 

ლიგა3 - ის მეათე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ „დავით აბაშიძეზე“ თბილისის „მერანის“ მეორე გუნდს უმასპინძლა და პრინციპულ მატჩში პირველი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებულ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

 

მატჩის საწყისი წუთები მარგველთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მერანელთა კართან, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს.

 

„ზესტაფონს“ მაინც გამოუვიდა სწრაფი გოლის გატანა: მე-10 წუთზე თავი გიგა ამბროლაძემ გამოიჩინა, ვინც მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. პირველ ტაიმში ორივე გუნდის კართან შეიქმნა საგოლე მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეორე ტაიმი გუნდებმა თამამად დაიწყეს. 61-ე წუთზე კი სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა ულამაზესი გოლი იხილა - გიგა ამბროლაძემ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, მერანელთა გამოცდილ კარის დარაჯს, ბექა შეყილაძესაც გასცდა და დიდებული სოლო-რეიდი შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა.

 

„ზესტაფონი“ მიღწეულზე არ გაჩერდა და არბიტრ ირაკლი ხერხაძის მიერ მატჩის ძირიტად დროისთვის დამატებულ მეოთხე წუთზე ერთიც შეაგდო. ამჯერად კარგი რეიდი მოაწყო გიორგი სამხარაძემ და მესამედ შეარხია „მერანის“ კარის ბადე. მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება - 3:0.

 

06.06.2022. ”ზესტაფონი” - ”მერანი-2” (თბილისი) 3-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე, მოსიძე, გელაშვილი, გოცაძე, მაცაბერიძე (პირველი, 86), გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, ამბროლაძე, ჭანტურია (სამხარაძე, 79), იონანიძე (წიქარიშვილი, 57).

დაწვრილებით:

 

მომდევნო მატჩს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 14 ივნისს გასვლაზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდი იქნება. ეს მატჩი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება…

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022