Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი მძიმე მარცხი

 

 

 

 

 

2022 წლის 30 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრები - ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე ადგილობრივმა "გურიამ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

"ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე ადგილობრივმა "გურიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მასპინძლებმა თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე, რაც ნამდვილად არ იყო გასაკვირი, ვინაიდან იმერლებს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი აკლდათ: გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი საღარეიშვილი და გიორგი გოცაძე ტრავმების, ხოლო გიგა ამბროლაძე დიკვალიფიკაციის გამო...

 

მასპინძლები მე-16 წუთზე ალექსანდრე სულაძის საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, ხოლო 35-ე წუთზე, სტუმართა ერთ-ერთი მცველის უხეში შეცდომის შემდეგ, თამაზ ლომსაძემ შესანინავად ითამაშა საჯარიმოში, ორი მცველი ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარესაც შანსი არ დაუტოვა.

 

მეორე ნახევრის დასაწყისში, კერძოდ 51-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა თავური დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა, 65-ე წუთზე თავი ჯუმბერ ხმელიძემაც გამოიჩინა, თუმცა, გრიგაშვილის მსგავსად, თავის ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.

 

75-ე წუთზე სტუმრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს - მისი ავტორი ახლაგაზრდა ფეხბურთელი ზაზა წამალაშვილი გახდა. მასპინძლებს უფრო კატასტროფული შეეძლოთ გაეხადათ, ვინაიდან სტუმრები უფრო შეტევებზე გადაერთვნენ და კონტრშეტევებიც ბევრი გაეპარათ, მაგრამ ალექსანდრე ნუცუბიძე თავისი "სეივებით" დიდხანს არ აძლევდა მათ ამის შანსს.

 

თუმცა, შეხვედრის 77-ე წუთზე გუნდს ვერც მან უშველა - "ზესტაფონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანის შესრულების დროს მასაც არ გაუმართლა, ალექსანდრე სულაძის დარტყმული ჯერ ძელს მოხვდა, ძელიდან ასხლეტილი ბურთმა კი იმერელთა გოლკიპერის ზურგი მონახა და კარში მისგან შეგორდა"...

 

მომზადებულია facebook-გვერდ "სპორტ პანორამას" პუბლიკაციის მიხედვით

30.05.2022. ”გურია” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 5-1

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, მაცაბერიძე (გოგობერიშვილი, 46), ნიკოლაძე (პირველი, 56), გელაშვილი, მოსიძე, კაკუშაძე, წამალაშვილი, გაჩეჩილაძე, სამხარაძე (წიქარიშვილი, 46), ჭანტურია, იონანიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 6 ივნისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022