24.11.2021
”ზესტაფონმა” ილია კოკაია დაკარგა
2021 წლის 23 ნოემბერს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე დედაენას მწვერვალზე ლაშქრობისას ტრაგიკულად დაიღუპა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ბატონი ილია კოკაია.
2004 წლის 18 ივნისს ბატონმა ილიამ სააქციო საზოგადოება „გიორგი ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერებთან ერთად საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ დააფუძნა...
მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2010-2011, 2011-2012), ვიცე-ჩემპიონი (2013-2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007-2008, 2009-2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012)...
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს!
პანაშვიდი - 25-26 ნოემბერს;
მისამართი: ქ. თბილისი, მცხეთის ქ. № 51.
გამოსვენება - შაბათს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე;
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს სასაფლაო, წმინდა ნინოს ტაძარი.
|