საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ, ალპინიზმისა და მთის ტურიზმის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ტანზანიისა და კენიის საზღვარზე მდებარე კილიმანჯარო (სიმაღლე - 5 895 მეტრი) დალაშქრა.
საინტერესოა, რომ კილიმანჯაროს უმაღლეს მწვერვალ უხურუზე ასვლისას ყველაზე რთულად მთის (მაღლივი) აკლიმატიზაციის საჭიროება ითვლება. ეკვატორთან სიახლოვისა და ბუნებრივი ზონების (ქამრების) სიმრავლის გამო, აფრიკის უმაღლეს წერტილზე ასვლისას ადამიანს დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა კლიმატური ზონის გამოვლა უწევს...
კილიმანჯაროზე ასვლის დასრულების შემდეგ კი მასზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აფრიალდა. ჩვენ კი ამ ძალიან საინტერესო ამბის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს სიამოვნებით გთავაზობთ...