Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

08.12.2023

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მორიგი სეზონი. ჩვენმა ვებგვერდმა "ზესტაფონის" და მისი ფეხბურთელების მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ნაჩვენები ციფრები უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ ...

04.12.2023

2023 წლის სეზონი ციფრებში

 

XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირი დასრულდა. სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

01.12.2023

"ზესტაფონმა" მისია შეასრულა!

 

2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სტადიონებზე გაიმართა XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის დასკვნითი, რიგით ოცდამეათე ტურის შეხვედრები.  თბილისის ოლიმპიურმა კომპლექსმა ადგილობრივი "ლოკომოტივის" მეორე გუნდისა და "ზესტაფონის" მატჩს უმასპინძლა ...

26.11.2023

უგოლო ფრე "რუსთავთან"

 

2023 წლის 26 ნოემბერს გაიმართა XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის გუშინ გამართული 2 მატჩით გახსნილი ბოლოსწინა, რიგით ოცდამეცხრე ტურის 6 შეხვედრა - ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ბაზაზე "ზესტაფონმა" "რუსთავს" უმასპინძლა ...

21.11.2023

ხაშურში განცდილი მძიმე მარცხი

 

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამერვე ტურის შეხვედრები. გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონზე "ბორჯომმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

14.11.2023

საბრძოლო ფრე "ირაოსთან"

 

2023 წლის 14 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები - ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ თბილისის "ირაოს" უმასპინძლა...

08.11.2023

საშინაო მარცხი უშუალო კონკურენტთან

 

მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეექვსე ტურის შეხვედრები. 8 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლა ...

06.11.2023

გუნდური ფოტო და მზადება მნიშვნელოვანი მატჩისთვის

 

"ზესტაფონის" პირველი გუნდი ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" წინააღმდეგ 8 ნოემბერს გასამართი საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრისათვის მშობლიურ ქალაქში ემზადება ...

31.10.2023

სეზონში პირველი გამარჯვება დიდი ანგარიშით

 

2023 წლის 31 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. "შრომითი რეზერვების" სახელწოდებით ცნობილმა დედაქალაქურმა კომპლექსმა თბილისის "მერანის" მეორე გუნდისა და "ზესტაფონის" მატჩს უმასპინძლა ...

24.10.2023

შოთა შეყილაძის დუბლი და გამარჯვება "გურიასთან"

 

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით ოცდამეოთხე ტურის შეხვედრების ერთი ნაწილი - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა ...

17.10.2023

ბოლო წუთზე დაკარგული ქულის ამბავი

 

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამესამე ტურის შეხვედრები - საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე სართიჭალის "შტურმმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

12.10.2023

ფრე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან

 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამეორე ტურის შეხვედრები - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა...

09.10.2023

"45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად"

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” ეთერში 2023 წლის 8 ოქტომბერს გასულ სპორტულ გადაცემას "45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად". ეს გადაცემა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამაარსებლისა და უცვლელი პრეზიდენტის ბატონი ილია კოკაიას ნათელ ხსოვნას მიეძღვნა ...

05.10.2023

ზესტაფონელთა ზედიზედ მესამე ფრე

 

2023 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეერთე ტურის შეხვედრები - ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონზე ადგილობრივი "ბახმარო" "ზესტაფონს" დაუპირისპირდა ...

04.10.2023

"ზესტაფონს" შოთა შეყილაძე შეუერთდა

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მორიგი ახალწვეული შეუერთდა - ახლო წარსულში საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების, თბილისის ”ლოკომოტივის”, "თელავისა" და ყაზახური ასტანის "ჟენისის" ფორვარდი შოთა შეყილაძე იმერულ გუნდში იასპარეზებს ...

03.10.2023

დღეს ილია კოკაიას დაბადების დღეა...

 

დღეს ილია კოკაიას დაბადების დღეა - მიმდინარე, 2023 წლის 3 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებელსა და შეუცვლელ პრეზიდენტს 67 წელი შეუსრულდებოდა ...

27.09.2023

ფრე ახალგაზრდა საბურთალოელებთან

 

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის რიგით მეოცე ტურის პირველი შეხვედრა - დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

21.09.2023

გორთან გამართულ ბრძოლაში მოპოვებული ქულა

 

2023 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეცხრამეტე ტურის მატჩები - გორის საფეხბურთო კომპლექს "ქართლზე" ჩატარებულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა კლუბმა "გორმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

14.09.2023

მატჩი ლიდერთან და სამსაჯო პერფორმანსი ზესტაფონში

 

2023 წლის 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მოტიგი, რიგით მეთვრამეტე ტურის შეხვედრები. "დავით აბაშიძეზე" ჩატარებულ მატჩში "ზესტაფონმა" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ დუშეთის "არაგვს" უმასპინძლა...

08.09.2023

უხვგოლიანი მატჩი თბილისში

 

2023 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის დასკვნითი მატჩი - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკანაზე" ჩატარებულ შეხვედრაში თბილისის "ვარკეთილმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

31.08.2023

"ზესტაფონმა" ზაფხული გამარჯვებით გააცილა

 

2023 წლის 31 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე წრის სასტარტო, რიგით მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში "ზესტაფონმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა ...

24.08.2023

ფრე ახალგაზრდა რკინიგზელებთან

 

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის პირველი წრის დასკვნით, რიგით მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

17.08.2023

მარცხი ფავორიტად მიჩნეულ რუსთაველებთან

 

2023 წლის 17 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები - ქალაქ რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

10.08.2023

"ზესტაფონი" "ბორჯომთან" შინ დამარცხდა

 

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მე-13 ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლა ...

06.08.2023

მარგველებს მორიგი ახალწვეული შეუერთდა

 

როგორც იცით, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კასპში 3 აგვისტოს გამართული წარუმატებელი მატჩით განაახლა.გვაქვს სიახლე - 2023 წლის სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას 20 წლის მცველი ანზორ (ანრი) დეისაძე დაიცავს ...

03.08.2023

"ვერ გაიტან, გაგიტანენ!"

 

2023 წლის 3 აგვისტოს განახლდა XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირი. საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" სტუმრად გამართა - კასპის ცენტრალურ სტადიონზე ზემოიმერლები თბილისის "ირაოს" დაუპირისპირდნენ ...

30.07.2023

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირში ასპარეზობას ზემოიმერული გუნდი თბილისის "ირაოსთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებს ...

28.07.2023

ამხანაგური მატჩი ქუთაისის "მართვესთან"

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 28 ივლისს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზისას დაგეგმილი დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა - მარგველებმა რეგიონული ლიგის წარმომადგენელ ქუთაისის "მართვეს" უმასპინძლეს ...

27.07.2023

მორიგი მარგველურ-ჭყონდიდური დუელი

 

”ზესტაფონმა” ეროვნული ლიგა 3-ის ტურნირის მეორე ნაწილისთვის მზადებას ასრულებს. 27 ივლისს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მარტვილის "მერანს" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ...

23.07.2023

"ზესტაფონს" ზურმუხტის კუნძულზეც ქომაგობენ!

 

როგორც იცით, "ზესტაფონს" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. თვითოეული მათგანი და მათთან უშუალო კავშირი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია! გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ნორჩი ქომაგი ირლანდიიდან მეთიუ (მათე) მულვიჰილ-ფერაძე ...

20.07.2023

კიდევ ერთი სპარინგი "ჩიხურასთან"

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს და 20 ივლისს გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა ...

16.07.2023

საკონტროლო შეხვედრა მარტვილის "მერანთან"

 

”ზესტაფონმა”, რომელიც ლიგა 3-ის ტურნირის მეორე ნაწილისთვის მზადებას განაგრძობს, 16 ივლისს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველები ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელს, მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდნენ ...

12.07.2023

მორიგი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მორიგი ახალწვეული შეუერთდა - 2023 წლის სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის მცველი ბადრი თავაძე დაიცავს! ბადრი თავაძე ქუთაისური ფეხბურთის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში "ტორპედოს" ასაკობრივი გუნდების ღირსებას იცავდა ...

08.07.2023

"ზესტაფონს" ორი ახალწვეული შეუერთდა

 

”ზესტაფონი” ჩემპიონატის მეორე ნაწილისათვის მზადებას განაგრძობს, ლიგა 3-ს ტურნირი მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განახლდება. გვაქვს სიახლე - იმერელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე 23 წლის ფორვარდი ნიკოლოზ ხელიძე და 20 წლის მცველი ანზორ მჟავანაძე დაიცავენ ...

06.07.2023

საკონტროლო მატჩი საჩხერელებთან

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 6 ივლისს ჩვენმა გუნდმა პაუზის შემდგომ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლეს ...

02.07.2023

ახალგაზრდული ნაკრები თბილისის ზღვაზე ემზადება

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დიდი ბრძოლები მოელის ...

18.06.2023

18 ივნისს "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

12.06.2023

ახალგაზრდული ნაკრები თბილისის ზღვაზე ემზადება

 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 21-წლამდელთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება დაიწყო. მოახლოვებული ტურნირისათვის მზადების პროცესი თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში მიმდინარეობს ...

10.06.2023

პრინციპული მატჩი აჭარაში

 

2023 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრები - ბათუმთან მდებარე ახალსოფლის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ხელვაჩაურის "მაჭახელამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

06.06.2023

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა...

 

დღეს ჩვენი კლუბისთვის სევდიანი დღეა - მრავალი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალურ დირექტორს, ჩვენი კლუბისა და მისი ქომაგისთვის ბევრი სიკეთის შემოქმედსა და საყვარელ ადამიანს, ბატონ კორნელი კოკაიას 6 ივნისს 64 წელი შეუსრულდებოდა ...

05.06.2023

გამარჯვების ბოლო წუთებზე დაკარგვის ამბავი

 

მიმდინარე წლის 5 ივნისს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირის მეათე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

01.06.2023

ორი განსხვავებული ტაიმი ლანჩხუთში

 

2023 წლის 31 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, მეცხრე ტურის შეხვედრები - ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე გამართულ მატჩში ადგილობრივმა "გურიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

29.05.2023

"რეტროსპექტივა": მარგველთა პირველი სუპერთასი!

 

ზუსტად 11 წლის წინ, 2012 წლის 29 მაისს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2011 წლის გათამაშების მატჩი - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს წინა წლის ქვეყნის ჩემპიონი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის მფლობელი ”გაგრა” დაუპირისპირდნენ ...

25.05.2023

"ზესტაფონის" თბილისური აკადემიის ამბები

 

როგორც იცით, 2020 წლიდან ფუნქციონირებას შეუდგა "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემია. ჩვენი კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის თაობაზე ...

23.05.2023

დასანანი პირველი საშინაო მარცხი

 

მიმდინარე წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მერვე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლიგა 3-ს ერთ-ერთ ლიდერს, სართიჭალის "შტურმს" უმასპინძლა ...

21.05.2023

"რეტროსპექტივა": ორგზის ჩემპიონები

 

დღეს ისტორიული დღეა - ზუსტად 12 წლის წინ, 2011 წლის 14 მაისს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა "სამტრედია” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ...

17.05.2023

"მშრალი" ზავი იმერულ დერბიში

 

2023 წლის 17 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის შეხვედრები - ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ტყიბულის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა "მეშახტემ" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

14.05.2023

დღე, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა!

 

დღეს ისტორიული დღეა - ზუსტად 12 წლის წინ, 2011 წლის 14 მაისს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა "სამტრედია” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ...

12.05.2023

"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამოეთიშა

 

2023 წლის 12 მაისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXIV გათამაშებას გამოეთიშა - გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე ზემოიმერლები ეროვნული ლიგა 4-ს წარმომადგენელ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან დამარცხდნენ ...

09.05.2023

პირველი საშინაო გამარჯვების დღე

 

მიმდინარე წლის 9 მაისს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეექვსე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა...

03.05.2023

იმერლები გასვლაზე ისევ მარცხდებიან

 

2023 წლის 2 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო სტადიონ "ამერზე" გამართულ მეხუთე ტურის შეხვედრაში თბილისის "საბურთალოს" მეორე გუნდმა "ზესტაფონს" უმასპინძლა...

27.04.2023

ზესტაფონელთა კიდევ ერთი საშინაო ფრე

 

მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს სხვადასხვა სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლა ...

26.04.2023

მორიგი ახალწვეული "ზესტაფონში"

 

როგორც მოგეხსენებათ, აპრილის თვეში "ზესტაფონმა" ახალი სეზონის სამი სასტარტო შეხვედრის გამართვა მოასწრო - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშების საწყისი სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში თითო გამარჯვება, ფრე და მარცხი აქვს ...

22.04.2023

მძიმე მარცხი ლიდერთან გასვლით შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკაზე" გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში დუშეთის "არაგვმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

15.04.2023

კიდევ ერთი ახალწვეული "ზესტაფონის" რიგებში

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონმა" 2023 წლის საფეხბურთო სეზონში უკვე ორი სადებიუტო შეხვედრის გამართვა მოასწრო. ზემოიმერლებს კი ამასობაში მორიგი ახალწვეული შეუერთდა - ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 24 წლის მცველი ნიკა ხვადაგიანი იასპარეზებს ...

12.04.2023

უგოლო ფრე პირველ საშინაო შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 12 აპრილს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე "ზესტაფონმა" თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა...

06.04.2023

"ზესტაფონს" კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა

 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, 2023 წლის 5 აპრილს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა გამართა - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საჩხერის "ჩიხურა" მისსავე მოედანზე დაამარცხა ...

05.04.2023

"ზესტაფონმა" გამარჯვების გემო გაიხსენა

 

2023 წლის 5 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირმა. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ივანწმინდის სტადიონზე გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდა ...

04.04.2023

"ზესტაფონი" სეზონის სტარტზე

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 5 აპრილს გამართავს - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩვენი გუნდი ადგილობრივ "ჩიხურას" დაუპირისპირდება ...

28.03.2023

მოსამზადებელი პერიოდის ფინიშის სწორზე

 

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას განაგრძობს, 28 მარტს სეზონის დაწყებამდე დაგეგმილი დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩვენმა გუნდმა თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა ...

24.03.2023

სპარინგი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან

 

”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს ჩვენმა გუნდმა მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა 4-ის წარმომადგენელ წყალტუბის "სამგურალი"-2-ს უმასპინძლეს ...

17.03.2023

საკონტროლო მატჩების სერია გრძელდება

 

”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს, ამ დღეებში კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველები ჯერ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს, შემდეგ კი ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდნენ ...

08.03.2023

ზესტაფონელთა პირველი სპარინგი

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 7 მარტს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ სენაკის "ეგრისს" უმასპინძლეს ...

04.03.2023

გაზეთი "ლელო": ახალი "ზესტაფონი" იწყებს...

 

ლიგა 3-დან გავარდნენ "ზესტაფონი" და "ჩიხურა". ეს იმხელა მასშტაბის მოვლენაა საკლუბო ფეხბურთში და ისეთ კლუბებს ეხება, რომ ეკუთვნის ვრცელი წერილი. მით უმეტეს, ორივე გუნდი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი გულშემატკივარით, სათამაშო სტილითა და წარმატებებით...

01.03.2023

”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი 1 მარტს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთ მინდორზე გაიმართა ...

24.02.2023

ეროვნული ლიგა 3-ის კალენდარი

 

სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის 2022 წლის გათამაშების კენჭისყრის პროცედურა, რომლის შედეგების გათვალისწინებით კარსმომდგარი ტურნირის კალენდარი იქნა შემუშავებული ...

23.02.2023

"ზესტაფონს" შოთა იგითხანიანი შეუერთდა

 

მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ გიორგი აბრამიშვილი კარიერას ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებსა, ჩვენი გუნდი ახალი მეკარის მოძიების სასწრაფო აუცილებლობის წინაშე დადგა. გუნდის კარის უსაფრთხოებაზე ახალგაზრდა გოლკიპერი შოთა იგითხანიანი იზრუნებს ...

22.02.2023

გიორგი აბრამიშვილი კარიერას "შუქურაში" გააგრძელებს

 

ჩვენ ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ კარსმომდგარ სეზონში ”ზესტაფონის” რიგებში 20 წლის გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი იასპარეზებდა. იმერულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების თაობაზე ...

07.02.2023

"45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად"

 

გთავაზობთ რეგიონალური სამაუწყებლო ტელეკომპანია ”არგოს” ეთერში მიმდინარე წლის 5 თებერვალს გასულ სპორტულ საავტორო გადაცემას "45 წუთი ალეკო კაკაურიძესთან ერთად". გადაცემის სტუმარი "ზესტაფონის" სპორტული დირექტორი სერგო ფუტკარაძე გახლდათ ...

04.02.2023

მორიგი ახალწვეული "ზესტაფონის" რიგებში

 

მაშ ასე, ჩვენი კლუბი ისევ ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება. როგორც უკვე ცნობილია, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი სტარტს აპრილის პირველ რიცხვებში აიღებს. ამასობაში "ზესტაფონს" მორიგი ახალწვეული შეუერთდა - ჩვენი გუნდის ღირსებას ლაშა კუჭაშვილი დაიცავს ...

01.02.2023

"ზესტაფონს" კიდევ 2 ფეხბურთელი შეუერთდა

 

"ზესტაფონის" ღირსებას 2023 წლის სეზონში 22 წლის გიორგი ხუჯაძე და 21 წლის ლუკა დევდარიანი დაიცავენ. ორივე ფეხბურთელი დაცვის ხაზის წარმომადგენელი გახლავთ. გიორგი ხუჯაძე "ზესტაფონის" აღზრდილია, რაც შეეხება ლუკა დევდარიანს, მან განვლილ სეზონში ...

29.01.2023

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

 

”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას ახლო მომავალში შეუდგება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზემოიმერული გუნდი მოახლოვებულ სეზონში ისევ ეროვნულ ლიგა 3-ში იასპარეზებს. მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ მარგველთა რიგებში ...

17.01.2023

"ზესტაფონი" ისევ ეროვნულ ლიგა 3-ში იასპარეზებს

 

სფფ-ს 2023 წლის 16 იანვარს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილეს. აღმასკომის გადაწყვეტილებით, ტყიბულის "მეშახტე", "ზესტაფონი" და საჩხერის"ჩიხურა" 2023 წლის სეზონში ისევ ლიგა 3-ში იასპარეზებენ...

17.12.2022

გიორგი ჭიაბრიშვილი "ზესტაფონის" შესახებ

 

წარსულში "ზესტაფონის" დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც დღესდღეობით თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს, ამ რამდენიმე დღის წინ "სარბიელის პოდკასტს" ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა...

04.12.2022

გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია

 

ლიგა 3-დან გავარდნენ "ზესტაფონი" და "ჩიხურა". ეს იმხელა მასშტაბის მოვლენაა საკლუბო ფეხბურთში და ისეთ კლუბებს ეხება, რომ ეკუთვნის ვრცელი წერილი. მით უმეტეს, ორივე გუნდი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი გულშემატკივარით, სათამაშო სტილითა და წარმატებებით...

01.12.2022

მძიმე სეზონის მინორული დასასრული

 

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის დასკვნითი, რიგით ოცდამეათე ტურის შეხვედრები. თბილისში, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში "ზესტაფონი" "თბილისი სითის" ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია ...

24.11.2022

საშინაო მატჩი ფოთელებთან

 

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა ...

17.11.2022

იმერელთა კიდევ ერთი მარცხი

 

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის ოცდამერვე ტურის შეხვედრები. გრიგოლ ჯომართიძის სახელობის ხაშურის სტადიონზე "ზესტაფონი" საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" ესტუმრა და კიდევ ერთხელ დამარცხდა ...

15.11.2022

ნაკრები ილია კოკაიას სახელობის ცენტრში ემზადება

 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ნოემბრის თვეში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო - 2022 წლის 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი მაროკოს ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება ...

12.11.2022

მორიგი საშინაო მარცხი

 

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" თბილისის "ირაოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა ...

05.11.2022

"ზესტაფონი" ლიგა 3-დან გავარდა

 

5 ნოემბერს გაიმართა XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ოცდამეექვსე ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა. "ზესტაფონმა" თბილისის "დინამოს" მეორე გუნდთან საშინაო შეხვედრა დათმო და ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ეროვნული ლიგა 3-დან გავარდა ...

27.10.2022

დასანანი მარცხი კასპში

 

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეხუთე ტურის შეხვედრები. კასპის ცენტრალურ სტადიონზე "ზესტაფონი" თბილისის "მერანის" მეორე გუნდს ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა ...

21.10.2022

"ზესტაფონი" შინ "გურიასთან დამარცხდა

 

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეოთხე ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა ...

13.10.2022

დაძაბული მატჩი ტყიბულში

 

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამესამე ტურის შეხვედრები. ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ტყიბულის სტადიონზე ადგილობრივმა "მეშახტემ" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

09.10.2022

სიუჟეტი გადაცემა "ტაიმ-აუტში"

 

გთავაზობთ 2022 წლის 8 ოქტომბერს გადაცემა "ტაიმ-აუტის" მიერ მომზადებულ და "პირველი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის ბაზისთვის ილია კოკაიას სახელის მინიჭებასა და თბილისის ზღვაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას მიეძღვნა ...

08.10.2022

"ზესტაფონი" ხობის "კოლხეთთან" დამარცხდა

 

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეორე ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ხობის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" უმასპინძლა ...

05.10.2022

"პირველი არხის" პუბლიკაცია

 

თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზას ილია კოკაიას სახელი მიენიჭა – საზეიმო ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, „ზესტაფონის“ ადმინისტრაციის ყოფილი წევრები, ყოფილი მოთამაშეები, ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ...

04.10.2022

თბილისის ზღვის ბაზას ილია კოკაიას სახელი მიენიჭა

 

ილია კოკაიას სახელთანაა დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყველა დიდი წარმატება - საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასსა და სუპერთასზე გამარჯვება, ევროთასებზე ჩატარებული დასამახსოვრებელი მატჩები ...

03.10.2022

ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტი

 

გთავაზობთ მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზისთვის ბატონი ილია კოკაიას სახელის მინიჭებასა და თბილისის ზღვაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას მიეძღვნა ...

03.10.2022

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ 2022 წლის 3 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზისთვის ბატონი ილია კოკაიას სახელის მინიჭებასა და ამ ამბავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას მიეძღვნა ...

03.10.2022

დღეს ილია კოკაიას დაბადების დღეა

 

3 ოქტომბერს ილია კოკაიას 66 წელი შეუსრულდებოდა... სწორედ ამ თარიღს ერთ-ერთმა fb-გვერდმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ჩვენი კლუბის დამფუძნებლის პიროვნებასა და ქართულ ფეხბურთში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიერ დატოვებულ კვალს მიეძღვნა...

03.10.2022

ილია კოკაიას 66 წელი შეუსრულდებოდა

 

3 ოქტომბერს ილია კოკაიას დაბადების დღეა - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დამფუძნებელსა და შეუცვლელ პრეზიდენტს დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა ...

30.09.2022

იმერლები ისევ მინიმალური ანგარიშით მარცხდებიან

 

30 სექტემბერს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით 21-ე ტურის მატჩები. ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ბახმარომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა ...

21.09.2022

ეროვნული ნაკრები თბილისის ზღვის ბაზაზე შეიკრიბა

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. სექტემბრის დასკვნით დეკადაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის ორ გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს ...

18.09.2022

უნიკალური ისტორიული სიუჟეტი

 

გთავაზობთ 2011 წლის 15 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც წინა საღამოს "ზესტაფონის" მიერ ჩემპიონის ტიტულის პირველად მოპოვებასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ქალაქ ზესტაფონში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს მიეძღვნა ...

15.09.2022

იმერლები ქულებს ისევ ენდშპილში კარგავენ

 

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეოცე ტურის შეხვედრები. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლა ...

08.09.2022

დასანანი მარცხი გორელებთან

 

2022 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, მეცხრამეტე ტურის მატჩები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივმა "გორმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

02.09.2022

საშინაო მატჩი ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან

 

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" დუშეთის "არაგვს" უმასპინძლა ...

25.08.2022

დრამატული მატჩი ვარკეთილელებთან

 

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეჩვიდმეტე ტურის ერთი მატჩი. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სტადიონ "მარაკანაზე" გამართულ შეხვედრაში თბილისის "ვარკეთილმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა ...

20.08.2022

ირაკლი საღარეიშვილმა კარიერა დაასრულა

 

როგორც მოგეხსენებათ, 19 აგვისტოს ”ზესტაფონმა” საჩხერის "ჩიხურას" წინაამღდეგ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთექსმეტე ტურის შეხვედრა გამართა. საჩხერელებთან მატჩის შემდეგ ერთი ძალიან საინტერესო და ამავე დროს სევდიანი ამბის შესახებ გახდა ცნობილი ...

19.08.2022

ფრე მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეთექვსმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში "ზესტაფონმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა ...

15.08.2022

"ზესტაფონი" სეზონის განახლებისთვის ემზადება

 

სულ რამდენიმე დღის წინ ”ზესტაფონი” საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს და ამ ტურნირში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის...

11.07.2022

პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა

 

10 ივლისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეთხუთმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "თბილისი სიტის" უმასპინძლა ...

07.07.2022

ზესტაფონელთა სათასო ბატალიათა ისტორია

 

7 ივლისს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXIII გათამაშებას გამოეთიშა - ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფელის სტადიონზე იმერლები ლიგა 4-ს წარმომადგენელ ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" დამარცხდნენ ...

03.07.2022

რთული მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

მიმდინარე წლის 3 ივლისს ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ფოთს ესტუმრნენ და სტადიონ "ფაზისზე" ადგილობრივ "კოლხეთი-1913"-ს დაუპირისპირდნენ ...

01.07.2022

ფოთელებთან შეხვედრის წინ სათქმელი

 

კვირას, 3 ივლისს, ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთოთხმეტე ტურში იმერლები ფოთის "ფაზისის" სტადიონზე ადგილობრივ ”კოლხეთს” ესტუმრებიან...

27.06.2022

"ზესტაფონმა" მოგების გემო გაიხსენა

 

მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცამეტე ტურის მატჩები. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ბორჯომს" უმასპინძლა ...

19.06.2022

კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა

 

მიმდინარე წლის 19 ივნისს ”ზესტაფონმა” მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა - თბილისში მდებარე "სპაერის" სტადიონზე გამართულ ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთორმეტე ტურის მატჩში მარგველები დედაქალაქურ საფეხბურთო კლუბ "ირაოს" ესტუმრნენ ...

18.06.2022

დღეს "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

„ზესტაფონს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

16.06.2022

ეროვნული თასის მესამე და მეოთხე ეტაპების კენჭისყრა

 

14 ივნისს სფფ-ში დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2022 წლის გათამაშების მორიგი რაუნდის კენჭისყრა გაიმართა - მეორე ეტაპის შეხვედრაში “ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ხელვაჩაურის "მაჭახელას" სტუმრად დაუპირისპირდება ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2023