01.04.2022
დასკვნითი სპარინგი სეზონის დაწყების წინ
მიმდინარე წლის 1 აპრილს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, სეზონის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვაზისუბანს" უმასპინძლეს.
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ნუცუბიძე, გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, კაკუშაძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, იონანიძე. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, სამხარაძე, საღარეიშვილი, წამალაშვილი, გოგობერიშვილი, პირველი და მაცაბერიძე გამოჩნდნენ.
ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის წარმომადგენელ "ვაზისუბანთან" ამხანაგური მატჩი უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6-0 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" ჯერ პაატა ჭანტურიამ დააწინაურა, შემდეგ კი ანგარიში ორამდე ბაკურ ნიკოლაძემ გაზარდა. მეორე ნახევარში გატანილი გოლებით თავი გიორგი სამხარაძემ, ზაზა წამალაშვილმა, მახარე მაცაბერიძემ და ნოდარ გაჩეჩილაძემ გამოიჩინეს...
|