Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.07.2021

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტროლო მატჩი ახალგაზრდა წყალტუბოელებთან

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 27 ივლისს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზის შემდგომ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ წყალტუბოს "სამგურალის" მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, კაკუშაძე, გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, საღარეიშვილი, ამბროლაძე, გოგუაძე, წილოსანი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე აბრამიშვილი, ჩხიკვაძე, სამხარაძე, გოგობერიშვილი, აბაკელია, მამაცაშვილი, პირველი და წამალაშვილი გამოჩნდნენ.

 

მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი "ზესტაფონმა" ახალგაზრდა ოპონენტთა კარში ოთხი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა - თავი დავით მოსიძემ, ირაკლი საღარეიშვილმა, გუნდის ახალწვეულმა ვანო წილოსანმა და ახალგაზრდა ვახო აბაკელიამ მოახერხეს.

 

* * *


აქვე გეტყვით იმის შესახებ, რომ "ზესტაფონსა" და თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე ზემოიმერელთა საუკეთესო ბომბარდირი ჯუმბერ ხმელიძე კარიერას სწორედ თბილისური კლუბის შემადგენლობაში გააგრძელებს. ამასთან, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად ჩვენი გუნდი დატოვა ნახევარმცველმა ლაშა ნანობაშვილმა... საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი" ორივე ამ ფეხბურთელს წარმატებებს უსურვებს!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021