08.08.2021
საკონტროლო მატჩი ტყიბულელებთან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 8 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა რიგით მეოთხე საკონტროლო შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებმა ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელს, ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლეს.
ორი ზემოიმერული გუნდის დაპირისპირება ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: მიქავა, გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, კაკუშაძე, გაჩეჩილაძე, საღარეიშვილი, ამბროლაძე, გოგუაძე, წილოსანი. მეორე ნახევარში კი მასპინძელთა რიგებში მოედანზე გრიგალაშვილი, ჩხიკვაძე და გოგობერიშვილი გამოჩნდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და უგოლოდ, 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარი კი მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტით დაიწყო, თუმცა ზესტაფონელთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ მეტოქეს გოლი არ გაატანინა. ამის შემდეგ მალევე მარგველებმა დაწინაურება მოახერხეს - ვანო წილოსანის გადაცემის შემდეგ ტყიბულელთა კარი გამოცდილმა დავით ჩხიკვაძემ დალაშქრა.
მატჩის დასკვნით ნაწილში კიდევ ორი 11-მეტრიანი იქნა დანიშნული - თავიდან ტყიბულელმა ალენ კუაკუმ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა, მატჩის ბოლო წუთზე კი ზესტაფონელ გიგა ამბროლაძეს მატჩის ბედის საკუთარი გუნდის სასარგებლოდ შემოტირალება შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა...
|