მარტის თოვლი და დარბაზში გადანაცვლებული ფეხბურთელები
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო ფეხბურთელებმა საფეხბურთო მოედნის მწვანე საფარიდან დარბაზში გადაინაცვლეს.
დილით გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. საღამოს ვარჯიში კი, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი გურამ კაკოიშვილის თანადგომის წყალობით, სწორედ ამ ცენტრის დარბაზში გაიმართა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმაც ძალები ფუტზალში მოსინჯეს...
16 მარტს "ზესტაფონს" ფოთის "კოლხეთთან"საკონტროლო მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ეს შეხვედრა სწორედ საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო ჩაიშალა. უახლოეს დღეებში ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის მიერ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა იგეგმება...