12.08.2021
კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის გათამაშების საშემოდგომო ნაწილის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. სულ რამდენიმე დღის წინ ზემოიმერულ გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა...
ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეული გახლავთ 27 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ჭანტურია, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე წალენჯიხის "სქურის" შემადგენლობაში ასპარეზობდა (2021 წლის სეზონში - 14 მატჩი, 6 გოლი)...
უნდა ითქვას, რომ წალენჯიხელთა შემადგენლობაში ასპარეზობის გარდა, ამ გამოცდილ ფეხბურთელს ზურგს საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", უკრაინული ჩემპიონატის მეორე ლიგის წარმომადგენელ "სკალაში", საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდსა" და ზუგდიდის "ოდიში-1919"-ში თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს...
პაატა ჭანტურია მარგველთა საკლუბო ფერებს, მინიმუმ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის მეორე ნაწილის კარსმომდგარი სტარტისთვის მზადების პროცესს...
|