Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.03.2022

 

 

 

 

 

 

 

 

დავით იონანიძე "ზესტაფონში" იასპარეზებს

 

 

 

 

 

დავით იონანიძე
 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. ამ რამდენიმე დღის წინ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა...

 

მარგველთა მორიგი ახალწვეული თავდამსხმელი დავით იონანიძე გახლავთ. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონი მან ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ "სამტრედიაში" დაიწყო, თუმცა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მან სამტრედიელთა რიგები დატოვა და კარიერას "ზესტაფონის" შემადგენლობაში გააგრძელებს...

 

საინტერესოა, რომ დავით იონანიძე ჩვენი გუნდის (ისევე, როგორც თავის დროზე "სამტრედიისა" და ქუთაისის "ტორპედოს") ლეგენდარული ფორვარდის ზურაბ იონანიძის ვაჟი გახლავთ. სხვადასხვა დროს 23 წლის ფეხბურთელს საჩხერის "ჩიხურაში", ქუთაისის "ტორპედოში" და საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" უასპარეზია.

 

დავით იონანიძე ზესტაფონელთა შემადგენლობაში, სულ მცირე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის დაწყებისასთვის მზადების პროცესს ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022