ლევან ჯოხაძემ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მიმდინარე წლის 6 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ აცნობა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მისდამი ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე ერთ-ერთი კლუბის მხრიდან დაინტერესებისა და ამ კლუბში მუშაობის გაგრძელების სურვილის შესახებ.
თავის მხრივ, ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ლევან ჯოხაძის პოზიცია და გუშინ, 7 მაისს გამართული ვარჯიშის შემდეგ მან, მეკარეების მწვრთნელ გიგა ნიქაბაძესთან ერთად, "ზესტაფონი" დატოვა...
ხვალ, 9 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ჩოხატაურის "ბახმაროსთან" ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მე-6 ტურის შეხვედრა ელის. გურულებთან შეხვედრაში გუნდს კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრი ალექსანდრე ფუტკარაძე გაუძღვება...