Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.07.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონს" ზაურ გოგუაძე შეუერთდა

 

 

 

 

 

ზაურ გოგუაძე
 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2021 წლის ტურნირის მეორე ნაწილის სტარტისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ გუნდს უკვე შეუერთდა პირველი ახალწვეული...

 

ზემოიმერულ გუნდს შეუერთდა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" პირველი გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა (2021 წლის სეზონში - 7 მატჩი)...

 

უნდა ითქვას, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ასპარეზობის გარდა, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ზურგს ლანჩხუთის "გურიასა" და წყალტუბოს "სამგურალში" თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს.

 

ზაურ გოგუაძე მარგველთა საკლუბო ფერებს, მინიმუმ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის მეორე ნაწილის მოახლოვებული სტარტისთვის მზადების პროცესს ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021