როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემთხვევაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვაქცინის გარეშე ფეხბურთელთა და ოფიციალურ პირთა ოფიციალურ შეჯიბრებებზე დაშვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე ისინი წარუდგენენ სფფ-ის შესაბამის განყოფილებას შეხვედრის დაწყებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენ ტესტის უარყოფით პასუხს.
საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის" ფეხბურთელთა და სტაფის წევრთა მთავარმა ჯგუფმა ანტიკოვიდური ვაქცინის მეორე დოზა 2021 წლის 15-16 სექტემბერს გაიკეთა...