Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ფიფას პრეზიდენტის სამძიმრის წერილი

 

 

 

 

 

2021 წლის 26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას...

გთავაზობთ ამ წერილს, რომლის ასლიც ჩვენს კლუბს ფიფადან მიაწოდეს:

 

"ილია კოკაიას ხსოვნას...

 

ძვირფასო პრეზიდენტო!

 

მინდა გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.

 

ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში... მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.

 

ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს ...

 

პატივისცემით,
ჯანი ინფანტინო.
ფიფას პრეზიდენტი"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021