Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" პირველი საშინაო გამარჯვება

 

 

 

 

2022 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მეექვსე ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" უმასპინძლა.

 

მარგველთა ერთგულმა გულშემატკივარმა უკვე იცის გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებების შესახებ - მატჩამდე ორი დღით ადრე "ზესტაფონი" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ და მეკარეების მწვრთნელმა გიგა ნიქაბაძემ დატოვეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გუნდი დღევანდელი მატჩისთვის კლუბის დირექტორმა ჯაბა დვალმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ალექსანდრე ფუტკარაძემ და მალხაზ ღონღაძემ მოამზადეს...

 

თამაშამდე ორიოდე დღით ადრე მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ჩოხატაურელთა წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველი ნახევრის განმავლობაში კოლოსალური სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, რაც სტუმართა კარში გატანილ სამ გოლში იქნა ასახული...

 

ანგარიში უკვე მატჩის დებიუტში, კერძოდ მე-6 წუთზე, მას შემდეგ გაიხსნა, რაც გიგა ამბროლაძემ დიდოსტატური გადაცემით ჩოხატაურელთა გოლკიპერთან პირისპირ დავით იონანიძე გაიყვანა და ამ უკანასკნელსაც არ გასჭირვებია გატანა. ტაიმის დასკვნით ნაწილში კი იმერლებმა სტუმართა გუნდის დამწუხრება კიდევ ორჯერ მოახერხეს - 42-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ დავით იონანიძეს მეორედ გაატანინა, ხოლო 45-ეზე პაატა ჭანტურიას ზუსტი გადაცემის შემდეგ სტუმართა კარი კობა გოგობერიშვილმა აიღო...

 

უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად წაიმართა. ზემოიმერლებმა ძირითადი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გადაიტანეს და თამაშის დამშვიდება სცადეს. ერთადერთი, რის გაკეთებაც "ბახმარომ" შესვენების შემდეგ მოახერხა, ზაურ ხაბეიშვილის ძალიან ეფექტური "პრესტიჟის" გოლი გახდათ. ზესტაფონელთა ნანატრი პირველი საშინაო გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

* * *

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 16 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეშვიდე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი ხობის "კოლხეთს" ესტუმრება. ეს მატჩი პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

 

09.05.2022. ”ზესტაფონი” - ”ბახმარო” (ჩოხატაური) 3-1

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი (სამხარაძე, 57), საღარეიშვილი (წამალაშვილი, 46), გოგიჩაიშვილი, ჭანტურია (წიქარიშვილი, 46), ამბროლაძე, იონანიძე (მაცაბერიძე, 73).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022