31.08.2021
"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნაწილის სტარტზე
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილის სასტარტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გამართავს - დაბა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი გუნდი ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება.
იმერული გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა - საზაფხულო პაუზის მიმდინარეობისას გუნდი ჯუმბერ ხმელიძემ, ლაშა ნანობაშვილმა, იოანე ჭაბუკიანმა, ნიკა ბაღიშვილმა და ბაჩო მიქავამ დატოვეს. ცხადია, რომ შევსებაც მნიშვნელოვანი გახლდათ - ამიერიდან მარგველთა ღირსებას მეკარე დავით ასათიანი, ნახევარმცველები ზაურ გოგუაძე და პაატა ჭანტურია, ფორვარდები ვანო წილოსანი და ლაშა კუკავა დაიცავენ...
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის ტურნირის შემოდგომაზე გასამართ გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენი გუნდის დამრიგებლის ლევან ჯოხაძის გადაწყვეტილებით, შემდეგი 22 ფეხბურთელი ემზადება:
მეკარეები: გიორგი აბრამიშვილი, დავით ასათიანი;
მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ავთანდილ სირაძე, ზურაბ გელაშვილი, ბაკურ ნიკოლაძე, თორნიკე კაკუშაძე, გიორგი ხუჯაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ბექა პირველი;
ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი სამხარაძე, კობა გოგობერიშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი საღარეიშვილი, ზაურ გოგუაძე, პაატა ჭანტურია, ზაზა წამალაშვილი;
თავდამსხმელები: გიგა ამბროლაძე, ვანო წილოსანი, ლაშა კუკავა.
|
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს XXXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილის იმერელთათვის სასტარტო შეხვედრა "ოდიში-1919"-ს წინააღმდეგ 7 სექტემბერს განმუხურის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...
|
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი. 28.06.2021. |
|