Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები ზესტაფონელთა ბანაკიდან

 

 

 

 

2022 წლის 16 მაისს "ზესტაფონს" საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის მორიგი, მეშვიდე ტურის მატჩი ელის. ამ დღეს ჩვენი გუნდი ხობს ესტუმრება და პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" დაუპირისპირდება.

 

ჩვენმა ერთგულმა გულშემატკივარმა უკვე იცის იმის შესახებ, რომ ჩოხატაურის "ბახმაროსთან" 9 მაისს გამართულ შეხვედრაში გუნდს კლუბის გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი და სამწვრთნელო შტაბის წევრები მალხაზ ღონღაძე და ალექსანდრე ფუტკარაძე უძღვებოდნენ.

 

საბოლოოდ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უახლოესი მატჩებისათვის გუნდი ისევ ზემოთნახსენებ ტრიოს მოემზადებინა - გუნდს მალხაზ ღონღაძე და ალექსანდრე ფუტკარაძე მოამზადებენ, ჯაბა დვალი კი მათ მწვრთნელი-კონსულტანტის რანგში დაეხმარება...

 

რაც შეეხება ხობის "კოლხეთის" წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ მატჩს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის ხობის პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

 

 
ჯაბა დვალი
 
მალხაზ ღონღაძე
ალექსანდრე ფუტკარაძე
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022