Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

08.08.2012

ახალი სეზონის სტარტზე

 

”ზესტაფონი” ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში მარგველები მარტვილის ”მერანს” დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უმასპინძლებენ ...

07.08.2012

გერმანელი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

”ზესტაფონს” ფეხბურთელი შეემატა - 28 წლის ახალწვეულის სახელია პატრიკ მილჰრაუმი. გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც კარიერის მანძილზე ”მიუნხენ-1860”, ”ალემანიაში”, ”აუესა” და ”კარლსრუეში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს ...

05.08.2012

გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია გვმართებს

 

"ნეფთჩისთან" განცდილი მწარე მარცხი, გუნდური თუ პირადი სამომავლო პერსპექტივები, სანაკრებო იმედი - "ზესტაფონის" ლიდერ ჯაბა დვალს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ. ჯაბა დვალი "ლელომ" საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ...

04.08.2012

ამხანაგური მატჩი გაგრელებთან

 

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ”ზესტაფონმა”, რომელიც ქვეყნის რიგით XXIV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის ზესტაფონში ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. ქვეყნის ჩემპიონთა სპარინგ-პარტნიორი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” გახლდათ ...

03.08.2012

ქართველთა შორის პირველი "ზესტაფონია"

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა ივლისის თვის შედეგებით პლანეტის საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში გათვალისწინებულია კლუბების მიერ ...

01.08.2012

ინტერვიუ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან

 

საინფორმაციო სააგენტო "დეილინიუსმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან, რომელიც ჩემპიონატში სამონაწილეო თანხის გადახდასთან დაკავშირებულ ამბებსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს ეხება. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ...

30.07.2012

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

““ზალცბურგი” ლუქსემბურგის გუნდმა გამოთიშა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ზალცბურგი” ფეხბურთს უნდა შეეშვას. ცუდია, რაც “ნეფთჩისთან” დაგვემართა. ის არ იყო გუნდი, რომლის გაგდება “ზესტაფონს” არ შეეძლო, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ცხოვრება გრძელდება“ ...

29.07.2012

”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა XXIV ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. დღეს, მიმდინარე წლის 29 ივლისს, გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და საკუთარ ბაზაზე ივარჯიშა ...

27.07.2012

ინტერნეტ-გვერდის Sporttime.ge პუბლიკაცია

 

სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა "ზესტაფონის" პრეზიდენტის წერილი... Sporttime.ge იმერული კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა: „ეს გახლავთ კლუბსა და ფედერაციას შორის შიდა მიმოწერის დოკუმენტი. ვერ ვიხსენებთ სხვა შემთხვევას, გამოექვეყნებინოთ ...

25.07.2012

"ზესტაფონმა" ევროსეზონი ნაადრევად დაასრულა

 

24 ივლისს ”ზესტაფონმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლეს ...

23.07.2012

ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გავაკეთოთ

 

ხვალ "ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება, დღეს "ზესტაფონმა" მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა და გუნდის კაპიტანმა ზურა მამალაძემ ჟურნალიტთა შეკითხვებს უპასუხეს ...

22.07.2012

მატჩის წინა დღის განრიგი

 

24 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ”ნეფთჩის” უმასპინძლებს ...

21.07.2012

”ზესტაფონი”-”ნეფთჩის” არტიომ კუჩინი იმსაჯებს

 

უეფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ”ზესტაფონი”-”ნეფტჩის” წყვილის განმეორებით შეხვედრას ყაზახეთის წარმომადგენელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

20.07.2012

მონდომება, ცოტა იღბალი და ... შეუძლებელი არაფერია

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ქვეყნის ჩემპიონმა “ზესტაფონმა” ბაქოში 3:0 დათმო. ამ მატჩის შემდეგ ძნელია იმის თქმა, რომ იმერლები მომდევნო ეტაპზე გავლენ, თუმცა ნიშანდობლივია, რომ კლუბის პრეზიდენტმა ...

19.07.2012

"ზესტაფონური" მუხამბაზი

 

ბაქოური შთაბეჭდილებების წერა დაწყებული მქონდა, როცა „ზესტაფონის" ვებ-გვერდზე გულშემატკივრისადმი გაკეთებული განცხადება გამოქვეყნდა. შესაბამისად, სხვა მიმართულებით წასვლა იქნება უპრიანი - მოსახდენი მოხდა და „მკვდრის გაცოცხლებას" ნუღარ შევეცდებით ...

18.07.2012

"ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადება

 

17 ივლისს ბაქოში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივმა "ნეფთჩიმ" "ზესტაფონი" ანგარიშით 3-0 დაამარცხა. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და პირადად კლუბის პრეზიდენტს ...

18.07.2012

დღეს "ნეფთჩის" არ მოუგია, "ზესტაფონმა" წააგო

 

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ “ზესტაფონის” ნახევარმცველ დავით მუჯირის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგაა ჩაწერილი. მუჯირი ბაქოელ ჟურნალისტს განვლილი და საპასუხო შეხვედრების შესახებ ესაუბრება ...

18.07.2012

მარცხი "დალღა-არენაზე"

 

2012 წლის 17 ივლისს ”ზესტაფონმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. ბაქოს სტადიონ "დალღაზე" გამართულ შეხვედრაში მარგველებს ბაქოს "ნეფთჩიმ" უმასპინძლა ...

17.07.2012

ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ზესტაფონს" საიმედო მეკარე ჰყავს. 23 წლის როინ კვასხვაძე უკვე წლებია, სტაბილურად იცავს იმერელთა კარს და წლებთან ერთად უფრო დამაჯერებელი ხდება. მას ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩის წინ ვესაუბრეთ ...

17.07.2012

მატჩისწინა პრეს-კონფერენცია

 

სტადიონ "დალღა-არენაზე" გუშინ საღამოს გამართულ ზესტაფონელთა ვარჯიშს წინ მატჩისწინა პრეს-კონფერენცია უძღოდა. ჟურნალისტთა შეკითხვებს იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის ფეხბურთელმა დავით მუჯირმა უპასუხეს ...

16.07.2012

ქართველებმა ”დალღაზე” ივარჯიშეს

 

დღეს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბაქოში გაემგზავრა. სასტუმრო "შერატონში" მცირე დასვენების შემდეგ, ”ზესტაფონმა” ბაქოს სტადიონ "დალღა-არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია ...

15.07.2012

საქართველოს ჩემპიონები აზერბაიჯანში მიემგზავრებიან

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ”ნეფთჩისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას 17 ივლისს მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში გამართავს, ხვალ ბაქოში მიემგზავრება ...

15.07.2012

"ზესტაფონის" საევროტურნირო სტატისტიკა

 

იმერული კლუბი ზედიზედ მეექვსედ იღებს სტარტს ევროტურნირზე. 17 ივლისს, „ზესტაფონი" უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში აზერბაიჯანის „ნეფთჩის" დაუპირისპირდება. ეს იქნება ყვირილასპირელთა რიგით 21-ე საევროტურნირო მატჩი ...

14.07.2012

”ზესტაფონი” და ჩემპიონთა ლიგა

 

17 ივლისს ”ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს - საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ”ნეფტჩის” ესტუმრება. ქართული გუნდის ფეხბურთელები ევროპულ ასპარეზზე შემდეგი ნომრებით იასპარეზებენ ...

13.07.2012

გიორგი ჭიაბრიშვილი: დავლაგდით!

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდა და იქაურ პერიპეტიებზე სასაუბროდ გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს მივმართეთ. "ზესტაფონი" დამდეგ სეზონში გადასხვაფერებული იქნება ...

12.07.2012

”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება

 

ბოლო დღეებში ქართულმა სპორტულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” და ამავე კლუბის ყოფილ ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილს შორის დატრიალებულ ამბებს. ამ თემასთან დაკავშირებით ...

09.07.2012

ავსტრიული შეკრების დასკვნითი სპარინგ-მატჩი

 

2012 წლის 10 ივლისს ”ზესტაფონმა” წლევანდელი ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. დაბა კირხდორფში გამართულ შეხვედრაში ზემოიმერელთა მეტოქე ჩეხეთის ჩემპიონი, ქალაქ ლიბერეცის საფეხბურთო კლუბი ”სლოვანი” გახლდათ ...

09.07.2012

ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან

 

“ზესტაფონი” ავსტრიაში შეკრებას აგრძელებს და უკვე სამი ტესტ-მატჩიც გამართა ... ახლოვდება ბაქოს “ნეფთჩისთან” გასამრთი პირველი მატჩიც და “მსოფლიო სპორტი” ზესტაფონელთა ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს ესაუბრა ...

09.07.2012

შეკრების ბოლოსწინა დღე

 

საქართველოს ჩემპიონთა ავსტრიული საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება... ხვალ მარგველები ალპური შეკრების დასკვნით მატჩს გამართავენ - "ზესტაფონი" ჩეხეთის პირველობის გამარჯვებულს, ქალაქ ლიბერეცის ”სლოვანს” დაუპირისპირდება ...

09.07.2012

ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

”ზესტაფონს” ახალწვეული ჰყავს - 21 წლის ფეხბურთელის სახელია გიორგი კაჭკაჭიშვილი. ახალგაზრდა მცველი, რომელიც ბოლოს ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს ...

08.07.2012

ინტერვიუ დავით მუჯირთან

 

შაბათს "ზესტაფონმა" ბუქარესტის "სტიაუასთან" ისპარინგა და სანამ გუნდები მინდორზე ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, რუმინული კლუბი ყველა კომპონენტში დაჩაგრა. მატჩის დასრულების შემდეგ, დავით მუჯირს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ ...

07.07.2012

შეხვედრა რუმინულ "ვარსკვლავთნ"

 

2012 წლის 7 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. მარგველთა მეტოქე ერთ დროს რუმინული ფეხბურთის ფლაგმანი, ქალაქ ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი ”სტიაუა” გახლდათ ...

06.07.2012

”ნეფტჩი”-”ზესტაფონს” რუმინელები მოემსახურებიან

 

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების ბაქოში 17 ივლისს გასამართ ”ნეფტჩი”-”ზესტაფონის” წყვილის პირველ შეხვედრას რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ...

06.07.2012

საწვრთნელი შეკრება გრძელდება

 

”ზესტაფონი” განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის მზადებას. გუშინ, დილის ვარჯიშის შემდეგ, ზემოიმერლები ზალცბურგში გაემგზავრნენ და ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა ...

05.07.2012

განვლილი სეზონის ფოტოგალერეა

 

”ზესტაფონის” ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე სიახლეა! ერთგულ მომხმარებელს ჩვენი საიტი სთავაზობს განახლებულ ფოტოგალერეას, სადაც დამატებულია ახლახან დასრულებული სეზონის გადამწყვეტი "ბატალიების" ამსახველი ფოტომასალა ...

04.07.2012

ზესტაფონელები მსოფლიო რეიტინგებში

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა ივნისის თვის შედეგებით პლანეტის საუკეთესო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული ...

03.07.2012

სარეაბილიტაციო ღონისძიებების დღე

 

3 ივლისს, ბულგარულ ”ლოკომოტივთან” მატჩის მეორე დღეს, ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. დილით გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა, საღამოს კი პროცედურები საუნასა და აუზში გაგრძელდა ...

02.07.2012

შეხვედრა ძველ ნაცნობ პლოვდიველებთან

 

2012 წლის 2 ივლისს ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ქართველთა მეტოქე ბულგარეთის წარმომადგენელი, თავის ქვეყნის თასის ბოლო გათამაშების ფინალისტი, პლოვდივის ”ლოკომოტივი” გახლდათ ...

01.07.2012

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

”ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთვაზობს ვიდეოინტერვიუს გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილთან. ინტერვიუში საუბარი ავსტრიული შეკრების მიმდინარეობას, მზადების პერიპეტიებსა და სხვა მრავალ საინტერესო თემას ეხება ...

30.06.2012

აღდგენის დღე

 

2012 წლის 30 ივნისს ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. დილით სარეაბილიტაციო პროცედურები საუნასა და აუზში გაიმართა, დღის მეორე ნახევარში გუნდმა ჯერ დაისვენა, ხოლო საღამოს ივარჯიშა ...

29.06.2012

პირველი სპარინგ-მატჩი ალპურ შეკრებაზე

 

29 ივნისს ”ზესტაფონმა” წლევანდელი ავსტრიული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ პლოეშტის საფეხბურთო კლუბი ”ასტრა” გახლდათ...

28.06.2012

საწვრთნელი შეკრების მესამე დღე

 

”ზესტაფონი” განაგრძობს ჩემპიონთა ლიგაში ასპაზებისათვის მზადებას. დღეს გუნდმა ფიბერბრუნის სპორტული კომპლექს "როზენეგის" მინდორზე ორჯერ ივარჯიშა, ხვალ კი წლევანდელი ალპური შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს ...

28.06.2012

გოგა ბერაია: “ზესტაფონი” “ნეფთჩიზე” ძლიერია”

 

გოგა ბერაიამ აზრით, “ზესტაფონი” ბაქოს “ნეფთჩიზე” ძლიერია და ის იმედოვნებს, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდი გავა. როგორც იცით, “ნეფთჩი” და “ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს ...

27.06.2012

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

ევროტურნირების წილისყრის შემდეგ აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა azerisport.com-მა "ზესტაფონის" პრეზიდენტთან, ილია კოკაიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. კლუბის პრეზიდენტს კითხვები "ზესტაფონისა" და "ნეფთჩის" მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაუსვეს ...

26.06.2012

მარგველები ტიროლში დაბანაკდნენ

 

26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის 4 საათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა ფიბერბრუნში ჩავიდა ...

26.06.2012

გია ჭიაბრიშვილი. პირველი კომენტარი

 

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წილისყრის შედეგებით არცთუ კმაყოფილია, მაგრამ მეტოქის ფაქტორს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მოახლოებული ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი ...

25.06.2012

”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება

 

2012 წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიაში, სადაც 26 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გაიმართება 2012-2013 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი ...

25.06.2012

ჩვენი მეტოქე - ბაქოს “ნეფთჩი”

 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართულმა კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს საფეხბურთო კლუბი ”ნეფთჩი” იქნება ...

23.06.2012

"მწვანეები" "წითლების" წინააღმდეგ

 

”ზესტაფონმა” ჩემპიონთა ლიგისათვის მზადების პირველი ეტაპი დღეს დაასრულა. გია ჭიაბრიშვილმა პირველი გუნდის ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა ...

22.06.2012

ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ

 

რამდენიმე დღეში ”ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადების პირველ ეტაპს დაასრულებს და ავსტრიაში გაემგზავრება. საქართველოს ჩემპიონები ტიროლის მხარეში 26 ივნისს გაემგავრებიან და ბინას დაბა ფიბერბრუნში დაიდებენ ...

21.06.2012

ინტერვიუ დავით მუჯირთან

 

"ზესტაფონი" ახალი სეზონისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობს დავით მუჯირიც. ვეტერანი შემტევი "ლელოს" რესპონდენტია და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საუბრობს ...

20.06.2012

გია ჭიაბრიშვილი: "ჩემი გუნდის მჯერა!"

 

"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის ბატალიებისთვის ემზადება. გუნდი მალე გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, მანამდე კი მარგველები მშობლიურ ბაზაზე ემზადებიან... გუშინ, მარგველთა ახალგაზრდა თავკაცს, გია ჭიაბრიშვილს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

18.06.2012

დაბადების დღე და სამუშაო რეჟიმი

 

18 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ”ზესტაფონს” დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა. მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, გუნდმა ზესტაფონში გასამართი მზადების ეტაპის მეორე ნაწილი დაიწყო ...

16.06.2012

მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები მეორედ ჩაიბარეს

 

16 ივნისს საქართველოს 2012 წლის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ”ოქროს” სეზონი საჩემპიონო ზეიმით დაასრულა. სფფ-ს მესვეურებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს ...

13.06.2012

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

"ზესტაფონი" მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. უახლოესი დღეებში საქართველოს ჩემპიონის ბანაკიდან ბევრ ახალ ამბავს შევიტყობთ. სიახლეებისა და გუნდის სამზადისის შესახებ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრეთ ...

11.06.2012

ორგზის ჩემპიონთა პირველი ვარჯიში

 

მიმდინარე წლის 11 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლების გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში კლუბის ბაზაზე გაიმართა ...

09.06.2012

ევროტურნირებისათვის მზადება გრძელდება

 

რამდენიმე კვირის განმავლობაში დავით აბაშიძეზე მიმდინარეობს სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები. უკვე განახლებულია მოედნის გარშემო არსებული ღობე, გარემონტდა სტადიონის ფასადი და ტრიბუნები, მიმდინარეობს ავტოსადგომის კეთილმოწყობა ...

07.06.2012

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

"ზესტაფონის" ქომაგებს ჯაბა დვალი განსაკუთრებით უყვართ. ვერ ვიხსენებთ შეხვედრას, რომელშიც ჯაბა ბოლომდე არ დახარჯულიყოს, თავი დაეზოგოს. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ჯერაც არ ეძლევა სანაკრებო შანსი, მაგრამ ისიცაა ...

05.06.2012

სააგენტო GHN სფფ-ს ყრილობის შესახებ

 

5 ივნისს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი 21-ე ყრილობა გაიმართა. გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ყრილობის მიმიმდინარეობასა და შედეგებს მიეძღვნა ...

04.06.2012

სტატისტიკა და ციფრები

 

საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

03.06.2012

ზესტაფონელები მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საიტმა მაისის თვის შედეგებით პლანეტის 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი ყოველთვიურად ქვეყნდება და მასში კლუბების მიერ საერთაშორისო არენაზე, ჩემპიონატსა ...

02.06.2012

ოცდასამი ჩემპიონატის ჯამური ცხრილი

 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 256 მატჩი, აქედან 151 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 53 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 52 -ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა ...

01.06.2012

სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური

 

ავად თუ კარგად, ქართული სეზონი დასრულდა და მისი შეჯამების დროც დადგა. ჩემპიონატმა და თასის გათამაშებამ საკმაოდ მოგვიტანა უარყოფითი ემოციები, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შრომა დავაფასოთ ...

31.05.2012

კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა!

 

ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის მთელ რიგ საშუალებებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თბილისის ოფისში 2012 წლის 17 მაისს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას ...

30.05.2012

მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია

 

"მოხარული ვარ, რომ სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. მართალია, ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა, თუმცა, მეტოქესაც ბევრი ფეხბურთელი აკლდა. “ზესტაფონის” ამ შემადგენლობას დუბლებს არ დავარქმევ" ...

29.05.2012

"ზესტაფონი" სუპერთასის მფლობელია !

 

29 მაისს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2011 წლის გათამაშების მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის შარშანდელი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” დაუპირისპირდნენ ...

28.05.2012

სუპერთასი-2011. მატჩის წინ

 

29 მაისს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2011 წლის გათამაშების მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის შარშანდელი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” დაუპირისპირდნენ ...

28.05.2012

მატჩისშემდგომი კომენტარები

 

საქართველოს თასის ყველაზე სკანდალური და დაძაბული ფინალის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ემოციური კომენტარები გააკეთეს. ცხადია, მთავარი თემა მსაჯობა იყო, რამაც უდავოდ ლამაზად დაწყებულ მატჩს ელფერი დაუკარგა ...

28.05.2012

გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია

 

მათე ვაწაძე "ზესტაფონის" მეკარესთან პირისპირ გავიდა და ის-ის იყო, კარში უნდა დაერტყა, როცა იმერელმა თემურ ღონღაძემ მას ბურთი სუფთა ვარდნით აართვა... ვიდეოგამეორებაზე ნათლად გამოჩნდა რომ ღონღაძეს თამაშის წესები არ დაურღვევია ...

27.05.2012

თუ არ გვათამაშებენ, ვერც ვითამაშებთ

 

26 მაისს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წაგებული ფინალის (1:4 „დილასთან") შემდეგ, „ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტებს სიტყვა მისცა, რომ ეს, მის მიერ მსაჯობის მაკრიტიკებელი ბოლო გამოსვლაა ...

26.05.2012

ეროვნული თასის ფინალი

 

2012 წლის 26 მაისს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ”ზესტაფონი” და გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” დაუპირისპირდნენ ...

26.05.2012

ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს

 

"ზესტაფონი" თასის ფინალში გორის "დილას" დაუპირისპირდება. "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომლისთვისაც კარიერაში ეს პირველი ფინალია, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ხარისხიანი მატჩის მოლოდინშია ...

26.05.2012

გიორგი ონიანი: მადლობა ზესტაფონელ ქომაგებს!

 

გიორგი ონიანი "ზესტაფონს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გამოცდილი მცველი კარიერას გორის "დილაში" განაგრძობს. სწორედ ამიტომ ფინალის წინ იგი საინტერესო რესპონდენტად მივიჩნიეთ ...

26.05.2012

ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები

 

თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონში" ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურაა. გასულ სეზონში თორნიკემ საგრძნობლად მოუმატა და თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. თანაგუნდელთა მსგავსად, ფინალის წინ მისი განწყობაც ოპტიმისტურია ...

26.05.2012

საქართველოს თასის ფინალის წინათქმა

 

26 მაისს, 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2011-12 წლების სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" და გორის "დილა" წარსდგებიან ...

25.05.2012

ეროვნული თასის ფინალი. მატჩისწინა კომენტარები

 

ხვალ "მიხეილ მესხზე" "ზესტაფონი" და გორის "დილა" საქართველოს თასის ფინალურ მატჩს გამართავენ. Geosports.ge მატჩის წინა დღეს გამართული ვარჯიშის წინ ზესტაფონელებს ესაუბრა. როგორც მათი საუბრიდან გავარკვიეთ, იმერლებში საბრძოლო განწყობაა ...

24.05.2012

იმედი მაქვს, ფინალს მოვიგებთ

 

26 მაისს, “ზესტაფონი” საქართველოს თასისთვის გადამწყვეტ მატჩში გორის “დილას “შეხვდება და მთავარი მწვრთნელის რანგში ჭიაბრიშვილსთვის მომავალი ფინალი პირველია. “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” თავკაცს, როგორც ფინალზე, ასევე განვლილ ჩემპიონატზე ესაუბრა ...

23.05.2012

გიორგი ჭიაბრიშვილი: ”სამართალმა იზეიმა!”

 

"ზესტაფონს" 26 მაისს თასის ფინალი ელოდება და, შესაბამისად, გუნდის მიერ ჩატარებულ სეზონსაც სწორედ ამის შემდეგ შევაფასებთ. თუმცა მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ, მცირე ინტერვიუში ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მოსაზრებები შემოგვეთავაზებინა ...

23.05.2012

სააგენტო GHN-ის პუბლიკაცია

 

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა - „ზესტაფონის“ მესვეურებმა, ბოლო პერიოდის ინფრასტრუქტურული ძვრების შესახებ, ჟურნალისტებისთვის მორიგი ექსკურსია მოაწყვეს. მედიის 20-მდე წარმომადგენელს, კლუბის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს ...

22.05.2012

გიორგი ჭიაბრიშვილი სტუმრად გადაცემა ”ესტაფეტაში”

 

22 მაისს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ესტუმრა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხს და მონაწილეობა ელენე ბილიხოძის საავტორო სპორტულ თოქ-შოუ “ესტაფეტაში“ მიიღო ...

22.05.2012

დუბლიორთა ტურნირი დასრულდა

 

2012 წლის 22 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი, ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

21.05.2012

ახლა უფრო დიდი ბრძოლა იწყება!

 

ბევრი მითქმა-მოთქმისა და გაურკვევლობის შემდეგ, აღმასკომმა დაამტკიცა, რომ დებულების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონია". Geosports.ge-მ გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშილს ჩემპიონობა მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა ...

21.05.2012

ერთი სურვილი ავისრულეთ, ჯერი მეორეზეა

 

საქართველოს ჩემპიონატის ჩემპიონი და საუკეთესო გოლეადორი ჯაბა დვალი ბედნიერია... 27 წლის ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთებულია, მან 20 გოლი ჩაიწერა აქტივში. Geospots.ge ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს ჯაბა დვალს ესაუბრა ...

21.05.2012

"ზესტაფონი" - საქართველოს ჩემპიონია!

 

2012 წლის 21 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულებისთანავე სფფ-ს პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გამოაცხადა, რომ დებულების მიხედვით საქართველოს ჩემპიონი “ზესტაფონი” გახდა!

20.05.2012

"ზესტაფონმა" ჩემპიონატი მეორედ მოიგო

 

2012 წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის დასკვნითი მეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე იმერულმა კლუბმა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” უმასპინძლა ...

18.05.2012

სააგენტო GHN-ის პუბლიკაცია

 

XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მოქმედი ჩემპიონის „ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ, 17 მაისს კლუბის თბილისურ ოფისში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა ...

18.05.2012

"ზესტაფონის" პრეს-კონფერენცია

 

2012 წლის 17 მაისს თბილისში, "ზესტაფონის" ოფისში, კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიას პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის უმთავრესი თემაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის დებულების ირგვლივ გაჩაღებული პოლემიკაა ...

17.05.2012

“არა გარიგებულ თამაშებს” – “არ შეიძლება!”

 

“არა გარიგებულ თამაშებს”, – ბანერი, რომელიც ორიოდ თვის წინათ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა დაამზადა და რომელიც ქართულ გუნდებს და “ფეარ პლეის” წესების დაცვისკენ მოუწოდებს, ოთხშაბათს, ვაკეში, “მიხეილ მესხზე” უნდა გაეშალათ, მაგრამ ...

16.05.2012

რთული გამარჯვება "დილასთან" შეხვედრაში

 

2012 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცამეტე ტურის მატჩები. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” და ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

14.05.2012

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე მატჩი

 

2012 წლის 14 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

12.05.2012

"ზესტაფონი" ისევ გაპირველდა

 

2012 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩემპიონობისათვის მებრძოლმა ”ზესტაფონმა” ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლა ...

11.05.2012

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მშენებარე ბაზაზე სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც ზემოიმერელთა საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოგვითხრობს ...

11.05.2012

ინტერვიუ დავით მუჯირთან

 

"ზესტაფონი" კონკურენტ "მეტალურგს" ორი ქულით ჩამორჩება. გუშინ იმერელთა გამოცდილ ფეხბურთელს, დავით მუჯირს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ, საუბარი ბოლო ტურში, "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" თამაშით დავიწყეთ ...

10.05.2012

ზესტაფონში ზაფხულისათვის მზადებას შეუდგნენ

 

გასულ თვეში ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უეფა-ს წარმომადგენელი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მენეჯერი არნო სარგსიანი და ს.ფ.ფ.-ს საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია ...

09.05.2012

ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან

 

"ზესტაფონში" არაერთი კარგი შუახაზელი თამაშობს: გორგიაშვილი, აფციაური, მენთეშაშვილი... არის კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელსაც თითქმის ყველა კარგი საფეხბურთო თვისება აქვს - ტექნიკა, პასის სიზუსტე, დარტყმა, თამაშის წაყვანის უნარი ...

08.05.2012

გიორგი ჭიაბრიშვილი სტუმრად ”ესტაფეტაში”

 

7 მაისს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ესტუმრა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხს და მონაწილეობა ელენე ბილიხოძის საავტორო სპორტულ თოქ-შოუ “ესტაფეტაში“ მიიღო ...

07.05.2012

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტური

 

7 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ქუთაისის ”ტორპედოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

06.05.2012

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება რუსთავში

 

2012 წლის 6 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთერთმეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ადგილობრივ ”მეტალურგს” დაუპირისპირდა ...

05.05.2012

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

“ზესტაფონმა” ჩემიონატის გასულ ორ ტურში ორი მარცხი იწვნია . ხვალ მოქმედი ჩემპიონები რუსთავს სტუმრობენ და ეს მატჩი ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. ცენტრალური შეხვედრის წინ ფეროელთა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს გავესაუბრეთ ...

04.05.2012

გიორგი ხიდეშელი: მგონია, მეორედ დავიბადე

 

"დინამოსთან" წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ: ტრავმირებული მამუკა კობახიძის ნაცვლად მოედანზე შესული გიორგი ხიდეშელიც დაშავდა, ამ დროისთვის კი მასპინძლებს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ ...

02.05.2012

"ზესტაფონი" - "დინამო"

 

2012 წლის 2 მაისს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და თბილისის ”დინამო” დაუპირისპირდნენ ...

30.04.2012

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტური

 

2012 წლის 30 მაპრილსარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ ...

28.04.2012

მორიგი იმერული დერბი

 

28 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცხრე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მედლებისათვის მებრძოლმა ქუთაისის ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლ ...

28.04.2012

ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან

 

ბოლო დროს იმერულ გუნდში მკვეთრად დაწინაურდა 24 წლის თორნიკე გორგიაშვილი, ვინც ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრება. გორგიაშვილის თამაში 28 აპრილს გასამართ შეხვედრაშიც მნიშვნელოვანი იქნება, ის ხომ "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია ...

28.04.2012

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

"ზესტაფონმა" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი ისე კარგად დაიწყო, საგაზაფხულო ეტაპამდე კონკურენტებს საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებდა. საუკეთესო რვიანში ჩემპიონმა რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო, უპირატესობა გაანიავა და ტიტულის შენარჩუნება სათუო გაუხდა ...

27.04.2012

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

ხვალ "ზესტაფონი" ქუთაისში პრინციპულ დაპირისპირებას გამართავს. ამ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ჩემპიონი ლიდერობას. "ლელო" ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ჯაბა დვალს ესაუბრა და ეცადა გაერკვია, თუ როგორ ემზადება გუნდი ...

25.04.2012

ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ

 

შარშან, 20 ივლისს, "ზესტაფონის" მცველი გიორგი ხიდეშელი მძიმედ დაშავდა, ის მოედნიდან გაიყვანეს და მას შემდეგ 9 თვე არ უთამაშია. იმერელთა ერთ-ერთი ლიდერი მოედანს ახლახან, 22 აპრილს, დაუბრუნდა და ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005