10.05.2012

 

 

 

 

 

ზესტაფონში ზაფხულისათვის მზადებას შეუდგნენ

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონში ევროტურნირების მასპინძლობისათვის ემზადებიან

გასული თვის დასაწყისში ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უეფა-ს წარმომადგენელი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მენეჯერი არნო სარგსიანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია.

 

 

 

სტუმრებმა დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი მოინახულეს და დეტალურად გაეცნენ არენაზე არსებულ მდგომარეობას. დათვალიერების შედეგებზე დაყრდნობით, უეფა-ს წარმომადგენელმა შეადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია სტადიონის სადღეისო მდგომარეობა. გარდა ამისა, გაკეთებულია სათანადო რეკომენდაციები, თუ რა სახის ღონისძიებებია გასატარებელი ზემოიმერულ არენაზე ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩების ზესტაფონში გამართვის უზრუნველსაყოფად.

ზემოთნახსენები რეკომენდაციების გათვალისწინებით, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები. დაგეგმილია სათამაშო მოედნის გარშემო არსებული ღობის განახლება და მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ასფალტებირება, სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნისა და სტადიონის ფასადის მოწესრიგება, სტუმართა მისაღები და განსათავსებელი ტერიტორიის გაფართოება, სტადიონთან განლაგებული ავტოსადგომის კეთილმოწყობა და ასე შემდეგ...

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი სისტემატიურად მოგახსენებთ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების შესახებ. დღეს კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ამ სამუშაოების პირველი დღეების მიმდინარეობას ასახავს.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005