25.06.2012
”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება
|
”ზესტაფონი” ზაფხულში ისევ ავსტრიაში მოემზადება
|
2011 წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 26 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გაიმართება 2012-2013 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონები ბინას ტიროლის ფედერალური მიწის კიტცბიუელის ოლქის დაბა ფიბერბრუნში დაიდებენ. ალპურ შეკრებაზე პირველ სპარინგ-მატჩს ზესტაფონელები რუმინული ფეხბურთის წამომადგენელ პლოეშტის ”ასტრასთან” 29 ივნისს გამართავენ. სულ, ავსტრიული შეკრებისას, დაგეგმილია ოთხი ამხანაგური შეხვედრის გამართვა.
ავსტრიაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;
მცველები: ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, თევდორე გრიგალაშვილი, ლაშა კალანდაძე;
ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, ლუკა გუგუჩია, ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, აბაიომი ოვონიკოკო, ოთარ კვერნაძე, დავით მუჯირი.
გუნდი ავსტრიაში, მიუნხენის გავლით, 26 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...
|