მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოს 2012 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ”ოქროს” სეზონი საჩემპიონო ზეიმით დაასრულა. ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ესტუმრნენ.
ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონატის სპონსორის "Europe-bet"-ის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა კი მარგველთა კაპიტან ზურაბ მამალაძეს 100 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ”დავით აბაშიძეზე” განვითარებულ ამბებს ასახავს.
ს. კ.”ზესტაფონის” პრეს-სამსახურისა და რეზო სვანიძის ფოტოები