Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.06.2012

 

 

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია, რომლებიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 256 მატჩი, აქედან 151 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 53 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 52-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 439-209. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 506 ქულა.

 

სწორედ ახლახან დასრულებული სეზონის მსვლელობისას საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” აღნიშნა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი საიუბილეო მე-400 გოლი. თბილისის ”დინამოსთან” 2011 წლის 14 დეკემბერს გამართულ და დიდი ანგარიშით (5-1) მოგებულ შეხვედრაში საიუბილეო გოლის ავტორად ზაალ ელიავა მოგვევლინა.

 

საინტერესოა, რომ მარგველთა მე-300 და მე-200 გოლების ავტორი ნიკოლოზ გელაშვილი გახლავთ - მე-300 გოლი ნიკამ რუსთავის ”ოლიმპთან” 2010 წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში, ხოლო მე-200 2008 წლის 2 ნოემბერს ”გაგრასთან” მოგებულ მატჩში გაიტანა. მე-100 გოლი 2006 წლის 18 ნოემბერს ლეგენდარულმა ზურაბ იონანიძემ თელავში გაიტანა, ხოლო უმაღლეს ლიგაში ”ზესტაფონის” პირველი გოლი გიორგი ქურციკიძის ანგარიშზეა (2004 წლის 2 აგვისტო, ს. კ. ”თბილისთან” საშინაო შეხვედრა).

 

როინ კვასხვაძე, შოთა გრიგალაშვილი და ზაალ ელიავა გახდნენ შესაბამისად მარგველთა რიგით მეშვიდე, მერვე და მეცხრე წარმომადგენლები, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” გადალახეს. ახლახან დასრულებული ჩემპიონატის ფინიშს როინ კვასხვაძე 111-მატჩიანი, შოთა გრიგალაშვილი - 101-მატჩიანი, ხოლო ზაალ ელიავა 100-მატჩიანი მაჩვენებლით შეხვდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელთა რიგებში 124 მატჩის ჩამტარებელ ალექსი ბენაშვილს, სადღეისოდ ის ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახლავთ.

 

ზემოთნახსენები ოთხეულის გარდა, ფეროელთა მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისას გადალახული 100-მატჩიანი მაჩვენებლით კიდეც 5 ფეხბურთელი იწონებს თავს - გიორგი ხიდეშელსა და სევასტი თოდუას ”ზესტაფონის” ღირსება 116-116, ზურაბ იონანიძეს - 113, ირაკლი ძარიას - 108, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილს - 107 შეხვედრაში დაუცავთ. გუნდში სადღეისოდ მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ”100-მატჩიანი ზღვარს” ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი მიუახლოვდა - ჯაბა დვალის - 98, გიორგი ონიანის - 96, თორნიკე აფციაურის - 92, ხოლო თორნიკე გორგიაშვილის ანგარიშზე გუნდის მაისურით გამართული 90 მატჩია.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 7 ეროვნულ ჩემპიონატში სამ ფეხბურთელს (ალექს ბენაშვილი, როინ კვასხვაძე და გიორგი ხიდეშელი ) დაუცავს.

 

აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი - ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია. მეორე ადგილზე 48 ზუსტი დარტყმითაა ზურაბ იონანიძე, ხოლო 44 გატანილი გოლით მესამეზე ჯაბა დვალი გახლავთ მოკალათბული. შესაბამისად 21, 20 და 18 გატანილი გოლით, მათ კვალში გოგა ფიფია, რატი წინამძღვრიშვილი და შოთა გრიგალაშვილი მოჰყვებიან.

 

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატის 36 ტურში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 35 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 73 გოლი 19 ფეხბურთელის (1 გოლიც საკუთარ კარში დინამოელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა) ანგარიშზეა, იმერლებმა 55 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXIII ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვითელი

წითელი

თორნიკე გორგიაშვილი

33

8
4
-
ზაალ ელიავა

33

2

3

-

ჯაბა დვალი

31

20

4

1

გიორგი ონიანი

29

2

3

-

შოთა გრიგალაშვილი

29

10

2

-

თორნიკე აფციაური

28

3

1

-

როინ კვასხვაძე

28

- 27

1

-

თეიმურაზ ღონღაძე

25

1

4

-

მამუკა კობახიძე

25

-

5

-

ედიკ საჯაია

21

1

6

-

შოთა ბაბუნაშვილი

20

1

3

-

რატი წინამძღვრიშვილი

19

6

2

-

დავით მუჯირი

18

3

2

-

ლევან შარიქაძე

17

-

3

-

ზურაბ მენთეშაშვილი

15

-

2

-

ირაკლი ძარია

15

1

-

-

ალექს ბენაშვილი

14

-

3

-

ნიკოლოზ გელაშვილი

11

7

3

-

 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვითელი

წითელი

საბა ლომია

11

2

2

-

ზურაბ მამალაძე

9

- 6

-

-

დავით რაჟამაშვილი

9

1

-

-

მიშო სარდალიშვილი

9

1

-

-

გოგი ფიფია

9

1

-

-

კახა ალადაშვილი

8

-

2

-

იომი ოვონიკოკო

7

1

-

-

თორნიკე გრიგალაშვილი

6

-

-

-

გურამ სამუშია

6

-

-

-

ლუკა გუგუჩია

4

1

-

-

გოგა ბერაია

4

-

-

-

გიორგი ჭანკოტაძე

3

-

-

-

გიორგი ხიდეშელი

2

-

-

-

მალხაზ გაგოშიძე

2

-

-

-

მურთაზ დაუშვილი

2

-

-

-

ნოდარ კიკნაველიძე

1

-

-

-

ბერდია შარვაძე

1

-

-

-

ჯიღაური (დინამო)

ავტოგ

1

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005