Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.07.2012

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას შეუდგა

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. დღეს, 29 ივლისს, გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა.

 

დღევანდელი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვარჯიშს არ ესწრებოდნენ ჯაბა დვალი და თეიმურაზ ღონღაძე. ასევე გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ დავით მუჯირსა და ზაალ ელიავას, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი იმერლებს ხვალიდან შეუერთდება. რაც შეეხება ედიკ საჯაიას, ის კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

 

ყველა დანარჩენი ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებლის გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაშია... აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზესტაფონელთა პირველი ვარჯიშის მსვლელობა (ისევე, როგორც ბაზის მეორე მინდორზე მყოფი დუბლიორთა ვარჯიში) მცირე დროით შეჩერდა. ამის მიზეზი ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი სასიხარულო ამბავი გახლდათ - ზესტაფონელი ფეხბურთელები და ბაზაზე მყოფი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულმა "ოქროს" წარმატებამ.

 

წლევანდელი ევროპული კომპანიის ნაადრევად დასრულების შემდეგ, ზესტაფონელებს მთელი ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვთ. საქართველოს რიგით XXIV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლებენ.

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012